Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

მარნეულში საარჩევნო უბანზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენიმე მერს ირჩევს.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საარჩევნო უბანში ორ პირს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეორეს დანით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
არჩევნები 2021
მარნეულში საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაჭრეს
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები.ასევე, ტარდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, რის შემდეგაც აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირს ბრალდებულის სახით დააკავებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია პარტია „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0