Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ტყიბულში კომისიის წევრმა საარჩევნო უბანი დატოვა – მიზეზი ძროხა აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Said Tsarnaev / გადასვლა მედიაბანკშიძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის N24 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო უბანი დროებით დატოვა, იუწყება ქართული მედია.
ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ კომისიის წევრს საარჩევნო უბნის დატოვების უფლება არ ჰქონდა. მათი ინფორმაციით, კომისიის წევრი არის სოფლად მცხოვრები მარტოხელა მამაკაცი, სახლში ძროხის დასაბმელად წავიდა და მალევე დაბრუნდა საარჩევნო კომისიაში.
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და ამდენივე მერი აირჩია. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0