სააკაშვილი 20:05 საათზე გამოჩნდება: „ნაცმოძრაობა“ კონკრეტულ დროს ასახელებს

© Sputnik / STRINGER„ნაცმოძრაობის“ ოფისი
„ნაცმოძრაობის“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე უარყვეს სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ 2 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოჩნდება, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურმან დუმბაძემ.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. თუმცა, 1 ოქტომბრის დილით ექს-პრეზიდენტმა Facebook-ის საშუალებით ვიდეომიმართვები გაავრცელა, ყველას მშვიდობიანი დილა უსურვა და განაცხადა, რომ უკვე საქართველოშია.

„მას ბევრი მომხრე ჰყავს. მას მთელი საქართველო ელოდება და ხვალ, საღამოს 8 საათსა და 5 წუთზე ჩვენ ოფიციალურად გაჩვენებთ მიხეილ სააკაშვილს. მანამდე იგი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოჩნდეს. იგი საქართველოშია. ამ წუთებში, ამ წამებში იგი ბათუმშია და სერიოზული განცხადება გააკეთა, შეასრულა თავისი სიტყვა. ახლა კი სიტყვა ჩვენზეა“, – განაცხადა დუმბაძემ.

ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე უარყვეს სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„მჯერა–არ მჯერა“ – რას ფიქრობენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე
ამასთან, კიევში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი მართლაც გამოემგზავრა საქართველოში. ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბრისას სააკაშვილის კიევის ოფისის ხელმძღვანელმა მარია ბარაბაშმა განაცხადა, რომ მან კიევი გუშინ დატოვა.
სააკაშვილმა, რომელმაც არაერთხელ დააანონსა ქვეყანაში დაბრუნება, განაცხადა, რომ არ ეშინია დაჭერის. ქვეყნის ხელისუფლებაში კი პირობა დადეს, რომ როგორც კი ექს-პრეზიდენტი „ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს“, იმავე წუთს დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0