„1 ოქტომბერი 1 აპრილში აერია?“ – სააკაშვილის დაბრუნების თემამ სოციალური ქსელი „ააფეთქა"

© AP Photo / Efrem Lukatskyმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა, რომელიც, მისი თქმით, ბათუმშია გადაღებული, სოციალურ ქსელებში დიდი განხილვის საგანი გახდა.
სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებელი, როგორც ყოველთვის, ორ ბანაკად გაიყო – ვინც დაუჯერა სააკაშვილს, და ვინც დარწმუნებულია, რომ ეს ექს-პრეზიდენტის მორიგი წინასაარჩევნო „მარგალიტია".
პარასკევს, დილით სააკაშვილმა Facebook-ის მეშვეობით საქართველოს მშვიდობიანი დილა უსურვა და განაცხადა, რომ უკვე სამშობლოშია. მოგვიანებით მან ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, მისი თქმით, ბათუმიდან, სადაც მოსახლეობას მოუწოდებს, მივიდნენ 2 ოქტომბერს არჩევნებზე, ხოლო 3 ოქტომბერს მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან და რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი გაავსონ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ამას „კლოუნადა“ და „მაიმუნობა“ უწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინა. ეს დაადასტურეს შსს-შიც, სადაც განაცხადეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთია.
„ცოდონი არიან ის უბედურები, ვისაც ამ არაადეკვატური ადამიანის სჯერა, როგორც ყოველთვის, ბლეფია. თავისი ჩრდილის ეშინია და ციხეში ჩაჯდება?“ – წერს Yana Mikadze.
„გაოგნებული ვარ, როგორ არ იცის ეს ხელისუფლებამ? მიშა რა, ჩიტია, ჩუმად მოფრინდა და სანგარი გათხარა?.. ჰა–ჰა!!“ – წერს Diana Gukasova.
„ოდესა აერია ბათუმში თუ 1 ოქტომბერი 1 აპრილში?“ – კითხულობს Natalia Goqadze.
„დაამყაროს იქ წესრიგი, თორემ ძარცვა და სიღატაკე ყვავის. დიდი ხანია, დროა, დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, – დარწმუნებულია Оксана Данилова.
„უბრალოდ, ბილეთს იღებდა მარსზე, კომპანია „მარსიანელები“ 20 წამში ჩაფრინდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან... ეს bees ან სხვა რაღაც სისულელე არაა“, – ხუმრობს Sber Polarisgeo Sberevgenishvili.
კარგადაა ცნობილი, რომ ქართველ ინტერნეტ-მომხმარებელს სარკაზმი და ენამახვილობა არ აკლია – სააკაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ სოციალურ ქსელებში უამრავი სახალისო ფოტო- და ვიდეომასალა გამოჩნდა.
მომღერალმა თემურ თათარაშვილმა სააკაშვილის პაროდია გააკეთა – გადაიღო ვიდეო, სადაც მაყურებელს თითქოს მაიამიდან ესალმება. კადრებიდან გასაგებია, რომ ის თავად იღებდა სელფს ფართო მონიტორის ფონზე.
„მემები“ გაჩნდა იმის თაობაზეც, თუ როგორ მოხვდა სააკაშვილი საქართველოში, თუ ოფიციალურად არ შემოსულა.
ერთ-ერთი „ვარაუდით“, ექს-პრეზიდენტი ვაშლიჯვრის ბზარიდან ამოვიდა – ადგილიდან, სადაც მეწყრის ჩამოწოლის საშიშროებაა.
ვიღაც ვარაუდობს, რომ მას სამშობლოში ჩამოსვლა საქართველო–თურქეთის საზღვრის გვერდის ავლით მოუწია.
ფოტოშოპის მცოდნეებმა მთელი კოლაჟი შექმნეს სააკაშვილის მოგზაურობებიდან. „მოგესალმებით ჩემი სიდნეიდან. მოგესალმებით ჩემი ტოკიოდან. მოგესალმებით ჩემი ბერლინიდან. მოგესალმებით ჩემი მოსკოვიდან“. სხვათა შორის, თავისი ვიდეომიმართვა სააკაშვილმა დაიწყო სიტყვებით „მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან“.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0