სააკაშვილმა ვიდეომიმართვა მართლა ბათუმიდან გაავრცელა? ჟურნალისტური გამოძიება

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი ღამით
ბათუმი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ექს-პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების ნამდვილობას სპეციალისტები დაადგენენ, მანამდე კი თავიანთი გამოძიება ბათუმელმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. გამოცემა „ბათუმელებმა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბათუმის ქუჩებში გადაადგილების მარშრუტი აღადგინა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში.
როგორც „ბათუმელები“ მიუთითებს, პირველ ვიდეოში შესაძლებელია გოგებაშვილის ქუჩის ამოცნობა ქალაქის შესასვლელში. კადრებში ასევე ჩანს ბათუმის საბაგიროს სადგური. უშუალო სიახლოვეს ჩანს სასტუმრო „ველმონდი“, ასევე სხვა ინფრასტრუქტურა.
საინტერესოა, რომ ვიდეოს დასაწყისში თეთრი ჩარჩო მოჩანს, რაც, სავარაუდოდ, პლანშეტის ჩარჩოა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე გადაღებული კადრები ტელეფონით გადაიღეს და ისე გაავრცელეს.
მეორე ვიდეოს მიხედვით, სააკაშვილი ახალ ბულვარშია, არდაგანის ტბასთან. კადრებში მოჩანს კომპანიების „ორბისა“ და „ალიანსის“ მშენებარე მრავალსართულიანი სახლები რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩებზე.
„ბათუმელების“ ჟურნალისტებმა ასევე დაინახეს სანაპიროს ერთ-ერთი ახალი ხეივანი და გზაჯვარედინი რუსთაველის ქუჩაზე, რომელიც ახლახან გაამწვანეს.
საქართველოს შსს-ში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთია. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის მოქმედებას „კლოუნადა“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის ქვეყნის ტერიტორიაზე არ იმყოფება.
„ოცნების“ ლიდერები თან იმას ამტკიცებენ, რომ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია, თუმცა უშვებენ იმასაც, რომ თუ მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია მაინც დადასტურდა, მას საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის ბრალი წარუდგინონ.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„მჯერა–არ მჯერა“ – რას ფიქრობენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე
სააკაშვილმა, როდესაც კიდევ ერთხელ დააანონსა საქართველოში ჩამოსვლა, განაცხადა, რომ დაპატიმრების არ ეშინია. ქვეყნის მთავრობაში კი პირობა დადეს, რომ ექს-პრეზიდენტს მაშინვე დააპატიმრებენ, როგორც კი ქართულ მიწაზე დადგამს ფეხს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური