ეს ჭორია: ზელენსკის პარტიაში არ ადასტურებენ სააკაშვილის ტრუსკავეცში ყოფნას

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის დროშა
უკრაინის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტრუსკავეცში იმყოფება, სადაც ამ დროისათვის პარტიის დეპუტატების დიდი სხდომა იმართება, სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა უკრაინის პროსაპრეზიდენტო პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა იულია პალიიჩუკმა.
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
მდინარაძე: სააკაშვილი კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება
დღეს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაციაა და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში კი აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია. მოგვიანებით „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ოთხი დღეა, რაც ტრუსკავეცში იმყოფება.

„ვრცელდება ბევრი ხმა. ფრაქციის დიდ სხდომაზე ჩვენი პოლიტიკური ძალის მოქმედი დეპუტატები, მთავრობის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, უკრაინის პრეზიდენტი და მისი ოფისის წარმომადგენლები არიან მოწვეული“, — აღნიშნა პალიიჩუკმა ბრიფინგზე.

სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0