სააკაშვილი საქართველოში ზღვით შემოვიდა?

© photo: Sputnikბათუმის პორტი ღამით
ბათუმის პორტი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
ამ ღამით ბათუმის პორტმა მხოლოდ ორი სატვირთო გემი მიიღო – რუმინეთიდან და უკრაინიდან.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. შტორმის მიუხედავად ბათუმის პორტმა გუშინ ორი სატვირთო გემი მიიღო რუმინეთიდან და უკრაინიდან, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ ბათუმის პორტში.
ჩამოვიდა თუ არა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული გემით, უცნობია.
პარასკევს სააკაშვილმა Facebook-ის საშუალებით ყველას მშვიდობიანი დილა უსურვა და განაცხადა, რომ უკვე საქართველოშია. მისმა თანამოაზრეებმა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაადასტურეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოშია.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„ყველა უნდა დავიძრათ თბილისისკენ“ – მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ აუცილებლად ჩამოფრინდება თბილისში არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს. მან სოციალურ ქსელში „კიევი–თბილისის“ რეისის ბილეთის ჯავშნის ფოტოც გამოაქვეყნა.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ სააკაშვილის დაბრუნებას ეჭვით უყურებენ და აცხადებენ, რომ თუ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდება, მას დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0