„სადაც ეს ბატონია, ცირკიც იქაა“ – პესკოვი სააკაშვილზე

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
მოსკოვი საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების გამო დესტაბილიზაციის რისკებს ვერ ხედავს.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას ცირკი უწოდა, იუწყება РИА Новости.
„მჯერა–არ მჯერა“ – რას ფიქრობენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე>>
პარასკევს, დილით სააკაშვილმა Facebook-ის მეშვეობით საქართველოს მშვიდობიანი დილა უსურვა და განაცხადა, რომ უკვე სამშობლოშია. პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ინფორმაციას ადასტურებენ, საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ეს „ფეიკია“ და სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
„კრემლში საქართველოში დესტაბილიზაციის რისკებს სააკაშვილის გამო ვერ ხედავენ: სადაც ეს ბატონია, ცირკიც იქაა. მთავარია, რომ ამან მოქალაქეებისთვის არ შექმნას რისკები“, – განაცხადა პესკოვმა.
სააკაშვილმა ოქტომბრის არჩევნებამდე განაცხადა, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას. მასზე საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს მაშინვე დააკავებს, როგორც კი ის ქართულ მიწაზე დადგამს ფეხს.
ყველა ახალი ამბავი
0