ნათია თურნავა იტალიური პურის საწარმოს გახსნას დაესწრო

© Ministry of Economy and Sustainable Developmentნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ახალი საწარმოს ჯამური ინვესტიცია 1 მლნ ევროს აღწევს, ობიექტზე დასაქმებული იქნება 35 ადამიანი.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ნათია თურნავა იტალიური პურისა და სხვადასხვა ნახევარფაბრიკატის საწარმო „რომივერიას“ გახსნას დაესწრო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საწარმო „რომივერია“ სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, „პიადინას“ და ასევე ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებზე იგეგმება.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს საექსპორტო კომპანიების უმეტესობა არის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი.
„მცირე ბიზნესი არის გარანტია, რომ შემოსავალი, რომელიც შიდა თუ გარე ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციით შემოვა, უფრო მეტად გადანაწილდება ადამიანების, ოჯახების სასარგებლოდ, აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია, რომ ეს შესანიშნავი საწარმო შეიქმნა და მაქვს იმედი, რომ ამას არსებულმა, კარგმა საინვესტიციო გარემომ შეუწყო ხელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს ბიზნესის დახმარების ძალიან ბევრი პროგრამა აქვს, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სახელმწიფომ 1806 ბენეფიციარი დააფინანსა. მისი თქმით, სამინისტრო ახალ კომპანიას გვერდში დაუდგება.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
არჩევნებამდე ორი დღით ადრე მთავრობამ ბიზნესს გაწეული დახმარების შესახებ შეახსენა
„ჯერჯერობით, თქვენს კომპანიას არ გისარგებლიათ ჩვენი პროგრამებით, თუმცა, როდესაც თქვენი საწარმო განვითარდება, გაფართოვდება, დივერსიფიკაციას მოახდენთ, ახალ პროდუქციას გამოუშვებთ და ახალ ბაზრებზე გახვალთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს თქვენს გვერდით არის ეკონომიკის სამინისტრო, ჩვენი სახელმწიფო პროგრამები და თუ დაგჭირდებათ გადაიარაღება, გაფართოება, მარკეტინგული თანადგომა თუ ექსპორტში დახმარება - მოგვაკითხეთ და სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
კომპანია „რომივერიას“ ჯამური ინვესტიცია 1 მილიონ ევროს აღწევს, ობიექტზე კი 35 ადამიანი დასაქმდება. საწარმოში ინტეგრირებულიაISO:22000 და HACCP ის სისტემები, ასევე სრულად არის გათვალისწინებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები. „რომივერია“ აღჭურვილია საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომლებიც ფლობენ სერტიფიკატს - EURO-1.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, „პიადინას“ შესთავაზებს, მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ნახევარფაბრიკატების წარმოების პროექტი: ასორტიმენტში იქნება მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი, ასორტი ღვინისთვის ქართული ყველით, ჩირეულით და თხილით.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური