რატომ ჩამოვიდა დაგეგმილზე ადრე – „ნაცმოძრაობაში“ სააკაშვილის ნაბიჯი განმარტეს

© photo: Sputnik"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ოფიციალური სტრუქტურები უარყოფენ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციას.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა, რათა ხელი არ შეუშალოს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცესს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. თუმცა, 1 ოქტომბრის დილით ექს-პრეზიდენტმა Facebook-ის საშუალებით ვიდეომიმართვები გაავრცელა, ყველას მშვიდობიანი დილა უსურვა და განაცხადა, რომ უკვე საქართველოშია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს არის ფეიკი და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება.

„ვერ გეტყვით, რატომ შეიცვალა სააკაშვილის გეგმა, ვიცი ის, რომ არჩევნების ჩატარებას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს. ალბათ, მან ეს გაითვალისწინა. იცით, რომ კომისიების მუშაობა გვიანობამდე მიმდინარეობს და რომ არ ყოფილიყო რაღაც გაურკვევლობა, ეს კითხვის ნიშნები მოხსნილია. მშვიდად უნდა იმუშაონ ჩვენმა და ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უბნებზე და აუცილებლად უნდა მოხდეს გამარჯვების გაფორმება“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

კითხვაზე, საზოგადოების წინაშე გამოჩნდება თუ არა სააკაშვილი 2 ოქტომბრამდე, ხერხეულიძემ უპასუხა: „სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან რთულია. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით“.
ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე უარყვეს სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„მჯერა–არ მჯერა“ – რას ფიქრობენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე
ამასთან, კიევში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი მართლა გამოემგზავრა საქართველოში. ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბრისას სააკაშვილის კიევის ოფისის ხელმძღვანელმა მარია ბარაბაშმა განაცხადა, რომ მან კიევი გუშინ დატოვა.
სააკაშვილმა, რომელმაც არაერთხელ დააანონსა ქვეყანაში დაბრუნება, განაცხადა, რომ არ ეშინია დაჭერის. ქვეყნის ხელისუფლებაში კი პირობა დადეს, რომ როგორც კი ექს-პრეზიდენტი „ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს“, იმავე წუთს დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური