ლიდერის დაკავების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალურ ოფისში იკრიბება

© AFP 2024 / VANO SHLAMOVენმ-ის სათავო ოფისი
ენმ-ის სათავო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ წუთებში ცენტრალურ ოფისში იკრიბება, რათა თავიანთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ მოქმედების გეგმები შეათანხმონ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სანზონაში აიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, რაც მის ძალებში შედიოდა, ჯერი არის თქვენზე. ხვალ თითოეული თქვენგანი მიდის არჩევნებზე და აფიქსირებს თავის პოზიციას. სხვა გეგმა ჩვენ არ გვაქვს. მშვიდობიანად, წყნარად ხვალ ვათავისუფლებთ კრიმინალური „ოცნებისგან“ ჩვენს ქვეყანას და სამში საზეიმოდ გეპატიჟებით ყველას დედაქალაქში, რომ აღვნიშნოთ ქართველი ხალხის გამარჯვება“, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა გადადო საკუთარი თავი და ჯანმრთელობა და ახლა ჯერი საქართველოს მოქალაქეებზეა.
„მეგობრებო, უკანასკნელი რესურსები დახარჯეთ იმისთვის, რომ დედაქალაქიდან რაიონში და რაიონიდან სხვა ქალაქში ჩახვიდეთ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ. „ქართული ოცნება“ დასრულებულია“, – ამბობს ხაბეიშვილი.
მანამდე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს „ფეიკი“ იყო და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფებოდაა. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
ყველა ახალი ამბავი
0