მომღიმარი სააკაშვილი პოლიციის ხელში - ვიდეო

გამოწერა
შსს-მ გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და რუსთავის ციხეში გადაყვანის კადრები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში ოპერატიული კადრები
საქართველოში არაოფიციალურად დაბრუნებული სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათისწინ გავრცელდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა და შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისათვის.
დაკავებამდე ექს-პრეზიდენტმა სოცქსელებში მიმართვა გაავრცელა. „სავარაუდოდ თბილისში დამაკავებენ, მაგრამ მინდა გითხრათ: არაფრის შეგეშინდეთ, წადით არჩევნებზე, მიეცით ხმა, და 3 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პარასკევს დილით სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. მისმა მომხრეებმა „ნაცმოძრაობიდან“ ეს ინფორმაცია დაადასტურეს.
საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ვიდეო ფეიკი იყო და სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, ექს-პრეზიდენტს ოფიციალურად არ გადაუკვეთავს ქვეყნის საზღვარი, ასევე არ დაუტოვებია უკრაინის ფარგლები. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0