https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakasvili-saqartveloshia-260067909.html
მიხეილ სააკაშვილი: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ"
მიხეილ სააკაშვილი: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ"
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა, აცხადებს, რომ უკვე სამშობლოშია. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T09:24+0400
2021-10-01T09:24+0400
2021-10-01T15:38+0400
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24830/97/248309767_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_d0866a6971d4aec2d54c8d713cf1b662.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ".ექს-პრეზიდენტმა მანამდე, 27 სექტემბერს საკუთარ Facebook-გვერდზე თბილისში გამოფრენის დამადასტურებელი ავიაბილეთის ჯავშნის ფოტო გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იგი დედასთან გიული ალასანიასთან ერთად თბილისში 2 ოქტომბერს – თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 23:05 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმყოფება სააკაშვილი და მართლა შეძლო თუ არა მან ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არც ადასტურებს და არც უარყოფს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლას.მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ სააკაშვილის დაბრუნებას ეჭვით უყურებდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდება, მას დააკავებენ.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24830/97/248309767_93:0:950:643_1920x0_80_0_0_09ab22cc0b052daaa8855d0816e801f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ"
09:24 01.10.2021 (განახლებულია: 15:38 01.10.2021) ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა, აცხადებს, რომ უკვე სამშობლოშია.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ
Facebook-გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ".
ექს-პრეზიდენტმა მანამდე, 27 სექტემბერს საკუთარ Facebook-გვერდზე თბილისში გამოფრენის დამადასტურებელი ავიაბილეთის ჯავშნის ფოტო გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იგი დედასთან გიული ალასანიასთან ერთად თბილისში 2 ოქტომბერს – თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 23:05 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმყოფება სააკაშვილი და მართლა შეძლო თუ არა მან ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არც ადასტურებს და არც უარყოფს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლას.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ სააკაშვილის დაბრუნებას ეჭვით უყურებდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდება, მას დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.