მიხეილ სააკაშვილი: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ"

© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა, აცხადებს, რომ უკვე სამშობლოშია.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ".
ექს-პრეზიდენტმა მანამდე, 27 სექტემბერს საკუთარ Facebook-გვერდზე თბილისში გამოფრენის დამადასტურებელი ავიაბილეთის ჯავშნის ფოტო გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იგი დედასთან გიული ალასანიასთან ერთად თბილისში 2 ოქტომბერს – თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 23:05 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმყოფება სააკაშვილი და მართლა შეძლო თუ არა მან ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არც ადასტურებს და არც უარყოფს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლას.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ სააკაშვილის დაბრუნებას ეჭვით უყურებდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდება, მას დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0