„მეკითხებიან რას ვაპირებ“ – როგორ ცხოვრობს სამსახურის გარეშე დარჩენილი მაია ასათიანი

© Facebook / TV Show Profileმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
მაია ასათიანი რამდენიმე დღეა უმუშევარია.
მაია ასათიანმა თავის გუნდთან ერთად ტელეკომპანია „TV პირველი“ დატოვა. მისი განცხადებით, არხიდან ის არავის დაუთხოვია და საკუთარი სურვილით წამოვიდა. მაია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ წერს, რომ ახლა დასვენების პერიოდი აქვს მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ.
„უამრავი ადამიანი მეკითხება, რას ვაპირებ. 15 წლიდან პაუზა არ მქონია, 30 წელია ვმუშაობ გაუჩერებლად, ამოსუნთქვას ვაპირებ“, – აცხადებს ტელეწამყვანი. მოგვიანებით მაიამ გაგვიზიარა წვიმაში სეირნობის ვიდეოები და დაწერა – „თავისუფლების პირველი დღე“.
მაია ასევე ესტუმრა თავის საყვარელ სილამაზის სალონს ფრჩხილების მოსაწესრიგებლად და აღნიშნა, რომ იქ საუკეთესოდ განიტვირთება ხოლმე.
ყველა ახალი ამბავი
0