https://sputnik-georgia.com/20211001/gurjaansi-profesiuli-saswavlebeli-gastronomiuli-akademia-ixsneba-260073545.html
გურჯაანში ახალი პროფესიული სასწავლებელი – გასტრონომიული აკადემია იხსნება
გურჯაანში ახალი პროფესიული სასწავლებელი – გასტრონომიული აკადემია იხსნება
Sputnik საქართველო
ბასკეთის კულინარიის ცენტრთან თანამშრომლობით დაფუძნებულ ახალ პროფესიულ სასწავლებელში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი... 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T12:53+0400
2021-10-01T12:53+0400
2021-10-01T17:50+0400
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23133/55/231335573_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_ad80b0cf2b48f9334cdee58acb30db54.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა, რომელიც პროექტის მხარდამჭერია.აკადემიის დაფუძნებისადმი მიღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორმა ხოსე მარი აიზეგამ და გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.„სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ აკადემია საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. დარწმუნებული ვარ, ამ პარტნიორობის შედეგად ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, აკადემია კი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის მხარის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა ღონიძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.მინისტრის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ადგილობრივ მოთხოვნებს უპასუხებენ.ჩხენკელმა უნივერსიტეტის წიაღში პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს მოდელი პრაქტიკაში უკვე დაინერგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სადაც წარმატებით ფუნქციონირებს მედია-ხელოვნების კოლეჯი. ასევე თელავის უნივერსიტეტთან და გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნება მეღვინეობისა და მევენახეობის პროფესიული სასწავლებელი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი.ღონისძიების ფარგლებში ბასკეთის კულინარიის ცენტრსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რომელიც ერთობლივი პროგრამების შემუშავებას ითვალისწინებს.მიხეილ ჩხენკელმა მადლობის სიგელები გადასცა ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორს ხოსე მარი აიზეგასა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის დაფუძნებაში შეტანილი წვლილისათვის.კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს და ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულინარიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით.ბასკური კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში. სასწავლო ცენტრში პროგრამებს ახორციელებენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები. ცენტრში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები იღებენ განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებულად საქმიანობენ გასტრონომიულ სფეროში გლობალურ ასპარეზზე. კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის დაფუძნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210830/iwyeba-studentebis-serceva-profesiul-saganmanatleblo-programebze-259139546.html
https://sputnik-georgia.com/20210927/axali-agraruli-skola-studentebis-misarebad-mzadaa-259942049.html
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23133/55/231335573_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_c5250a9eb8ad8bde95de7e9a5faa4b5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველოს რეგიონები, ესპანეთი
ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველოს რეგიონები, ესპანეთი
გურჯაანში ახალი პროფესიული სასწავლებელი – გასტრონომიული აკადემია იხსნება
12:53 01.10.2021 (განახლებულია: 17:50 01.10.2021) ბასკეთის კულინარიის ცენტრთან თანამშრომლობით დაფუძნებულ ახალ პროფესიულ სასწავლებელში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მივიდა.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა, რომელიც პროექტის მხარდამჭერია.
აკადემიის დაფუძნებისადმი მიღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორმა ხოსე მარი აიზეგამ და გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.
„სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ აკადემია საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. დარწმუნებული ვარ, ამ პარტნიორობის შედეგად ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, აკადემია კი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის მხარის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, –
განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა ღონიძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ადგილობრივ მოთხოვნებს უპასუხებენ.
ჩხენკელმა უნივერსიტეტის წიაღში პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს მოდელი პრაქტიკაში უკვე დაინერგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სადაც წარმატებით ფუნქციონირებს მედია-ხელოვნების კოლეჯი. ასევე თელავის უნივერსიტეტთან და გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნება მეღვინეობისა და მევენახეობის პროფესიული სასწავლებელი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი.
ღონისძიების ფარგლებში ბასკეთის კულინარიის ცენტრსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რომელიც ერთობლივი პროგრამების შემუშავებას ითვალისწინებს.

27 სექტემბერი 2021, 19:08
მიხეილ ჩხენკელმა მადლობის სიგელები გადასცა ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორს ხოსე მარი აიზეგასა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის დაფუძნებაში შეტანილი წვლილისათვის.
კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს და ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულინარიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით.
ბასკური კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში. სასწავლო ცენტრში პროგრამებს ახორციელებენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები. ცენტრში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები იღებენ განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებულად საქმიანობენ გასტრონომიულ სფეროში გლობალურ ასპარეზზე. კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის დაფუძნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.