https://sputnik-georgia.com/20211001/giuli-alasania-tbilissia-260105234.html
ექს-პრეზიდენტის დედა ჩამოვიდა: გიული ალასანია თბილისშია - ვიდეო
ექს-პრეზიდენტის დედა ჩამოვიდა: გიული ალასანია თბილისშია - ვიდეო
Sputnik საქართველო
ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან გიული ალასანიასთან ერთად 2 ოქტომბერს გეგმავდა. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T23:44+0400
2021-10-01T23:44+0400
2021-10-01T23:44+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028281_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_1a701a8ed5d482211526b68d443d5738.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საქართველოში ჩამოფრინდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, სანზონაში, ქვიშხეთის №2-ში დააკავეს, იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.მისი თქმით, ბოლოს რამდენიმე დღის წინ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს. ის არ ადასტურებს ზუსტ თარიღს, თუ როდის გამოემგზავრა სააკაშვილი საქართველოში.„ამბობენ, რომ ოთხი დღეა საქართველოშია. ზუსტად არ ვიცი, შესაძლოა სამიც. ზუსტად არ მახსოვს რამდენი დღის წინ ვნახე. რაც შეეხება გეგმებს, იმდენად ახალი ამბავია ეს ჩემთვის, ჯერ უნდა დავფიქრდე, არ ვიცი რას მოვიმოქმედებთ, არ ვიცი რა მოხდება მომავლში“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათი იყო მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvili-nino-lomjarias-shexvda-260104212.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028281_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_0b8c05f7531b39a8212743291eda9254.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
ექს-პრეზიდენტის დედა ჩამოვიდა: გიული ალასანია თბილისშია - ვიდეო
ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან გიული ალასანიასთან ერთად 2 ოქტომბერს გეგმავდა.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საქართველოში ჩამოფრინდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, სანზონაში, ქვიშხეთის №2-ში დააკავეს, იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„ერთად უნდა ჩამოვფრენილიყავით, მაგრამ გუშინ გავიგე, რომ უკვე საქართველოში იყო ჩემი შვილი. დავიჯერე, რადგან კარგად ვიცნობ მას. თუმცა, ისეთივე მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, როგორც ყველასთვის. თვითმფრინავში გვაიგე, რომ დააკავეს“, - განაცხდა ალასანიამ.
მისი თქმით, ბოლოს რამდენიმე დღის წინ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს. ის არ ადასტურებს ზუსტ თარიღს, თუ როდის გამოემგზავრა სააკაშვილი საქართველოში.
„ამბობენ, რომ ოთხი დღეა საქართველოშია. ზუსტად არ ვიცი, შესაძლოა სამიც. ზუსტად არ მახსოვს რამდენი დღის წინ ვნახე. რაც შეეხება გეგმებს, იმდენად ახალი ამბავია ეს ჩემთვის, ჯერ უნდა დავფიქრდე, არ ვიცი რას მოვიმოქმედებთ, არ ვიცი რა მოხდება მომავლში“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათი იყო მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.