დაპირისპირება ზუგდიდში: „ქართული ოცნების“ კოორდინატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ვიდეო

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები გახდა.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ირაკლი თოდუა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ზაალ ზარანდიას ფიზიკურად დაუპირისპირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ტელეარხის ცნობით, დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებებს უკავშირდება. როგორც ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, ირაკლი თოდუამ ზარანდიას ორჯერ დაარტყა, შედეგად „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა თავის არეში დაზიანება მიიღო.
ზარანდია ტრავმის გამო ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული დაპირისპირების მიუხედავად ზარანდია კონფლიქტს უარყოფს და აცხადებს, რომ დაზიანება წაქცევის შედეგად მიიღო.
დღეს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს ფეიკ-ინფორმაციაა და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია. მოგვიანებით „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ოთხი დღეა, რაც უკრაინის ქალაქ ტრუსკავეცში იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური