ახალ კორპუსებში „ჭკვიან მრიცხველებს“ დაამონტაჟებენ

© photo: Sputnik / Stringerნათურა
ნათურა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
„ჭკვიანი მრიცხველის“ დამონტაჟების შემთხვევაში მრიცხველთან დაკავშირება დისტანციურად მოხდება და მონაცემები ელექტრონულად გადაიგზავნება.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 1 ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შესული ყველა ახალაშენებული მრავალბინიანი კორპუსი ელექტროენერგიის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, „ჭკვიანი მრიცხველი“ ახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას და დადებითად აისახება ტარიფზე. გარდა ამისა, ელექტროენერგეტიკის სექტორში მისი დანერგვა განპირობებულია ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომდევნო პერიოდში დიფერენცირებული ტარიფების ამოქმედებით.

„ჭკვიანი მრიცხველი“ იძლევა მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის შესაძლებლობას. ნებისმიერი დისტანციიდან შესაძლებელი იქნება მრიცხველთან დაკავშირება და მოხმარებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიღება. მომხმარებელს შეუძლია კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მისთვის სასურველ დროს შეამოწმოს მრიცხველი, აკონტროლოს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტი – „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები“, რომელიც ეფუძნება მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ დირექტივებსა და მოთხოვნილ სტანდარტებს.
როგორც სემეკში აცხადებენ, მომდევნო ეტაპზე „ჭკვიანი მრიცხველებით“ აღიჭურვება 2021 წლის 1 ოქტომბრამდე ექსპლუატაციაში შესული მრავალბინიანი კორპუსებიც, სადაც ელექტროენერგიის მომსახურე კომპანია საინვესტიციო გეგმების ფარგლებში განახორციელებს მრიცხველების ჩანაცვლებას.
ყველა ახალი ამბავი
0