შსს: სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია

© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„ოფიციალურად მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია“, – განუცხადა უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა „Sputnik–საქართველოს“.
დღეს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა წარწერა: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ".
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი და მართლა შეძლო თუ არა მან ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა.
ყველა ახალი ამბავი
0