„ეჭვი გვქონდა, რომ ზურას „დაუცურდა“, ისე იქცეოდა...“ – ხათუნა ჟორდანია

© Facebook / courtesy of Zura Khachidzeზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია
ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფილტვის ავთვისებიანი, მეოთხე სტადიაში მყოფი სიმსივნე დაამარცხა.
მუსიკოსმა ხათუნა ჟორდანიამ „მთავარ არხზე“ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში სტუმრობისას საკუთარი დაავადების ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე მის ავადმყოფობაში „ყოჩაღი ვერ აღმოჩნდა“.
„ნინიმ იცოდა ხოლმე თქმა – დედა, მგონი, ზურას „დაუცურდაო“. ამ ჩემს ავადმყოფობაზე ჩვენ ეჭვი გვქონდა, რომ მას „დაუცურდა“, ისე იქცეოდა და ისეთ რაღაცებს ლაპარაკობდა, რადგან ვერაფრით შეეგუა ჩემ ავად გახდომას“, – ამბობს ხათუნა.
რამდენიმე თვეა, რაც მომღერალმა ნინი ქარსელაძემ საზოგადოებას სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ამცნო. საქმე ისაა, რომ ნინის დედამ ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა. აღნიშნულის შესახებ ვრცლად ისაუბრა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვისას თავად ხათუნა ჟორდანიამ და საკუთარ გულშემატკივრებსა და ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ დაავადებას ებრძვიან, რჩევით მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0