https://sputnik-georgia.com/20210930/saqartvelosi-samedicino-daxmarebis-germanuli-centri-ixsneba-260058421.html
საქართველოში სამედიცინო დახმარების გერმანული ცენტრი იხსნება
საქართველოში სამედიცინო დახმარების გერმანული ცენტრი იხსნება
Sputnik საქართველო
ახალ სამედიცინო ცენტრში პაციენტებს კონსულტაციებს გერმანელი ექიმები ჩაუტარებენ. 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T19:38+0400
2021-09-30T19:38+0400
2021-09-30T22:39+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260047199_0:87:1579:975_1920x0_80_0_0_eb9ca69d6446635e8b6dd2a95b7e90f7.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ოქტომბრის ბოლოდან იხსნება გერმანული სამედიცინო დახმარების ცენტრი Deutsches Diagnosticum, რომელიც სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ეგიდით იმუშავებს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.Deutsches Diagnosticum პირველი სამედიცინო დახმარების ცენტრი იქნება საქართველოში, რომელიც ადგილობრივ პაციენტებს სისტემურ და მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას შესთავაზებს, აღნიშნავენ უწყებაში.პაციენტებს კონსულტაციებს გერმანიიდან მოწვეული ექიმები გაუწევენ და ტელემედიცინის საშუალებით იმ მომსახურებას შესთავაზებენ, რომელიც გერმანულ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება.ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკური მართვის საერთაშორისო სტანდარტები და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშეა.გერმანიის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებმა უწყების ხელმძღვანელსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის წევრებს სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის Deutsches Diagnosticum შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.2020 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავითარებს ტელემედიცინას და საინფორმაციო ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის გამოყენებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექიმებს შორის სამედიცინო ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
https://sputnik-georgia.com/20210928/saqartvelosi-axali-kampania-daiwyo-vaqcinacia-259961220.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260047199_0:151:841:782_1920x0_80_0_0_de9c6642f29f238741fbb58158e7030e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოში სამედიცინო დახმარების გერმანული ცენტრი იხსნება
19:38 30.09.2021 (განახლებულია: 22:39 30.09.2021) ახალ სამედიცინო ცენტრში პაციენტებს კონსულტაციებს გერმანელი ექიმები ჩაუტარებენ.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ოქტომბრის ბოლოდან იხსნება გერმანული სამედიცინო დახმარების ცენტრი Deutsches Diagnosticum, რომელიც სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ეგიდით იმუშავებს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს
ვებ-გვერდზე.
Deutsches Diagnosticum პირველი სამედიცინო დახმარების ცენტრი იქნება საქართველოში, რომელიც ადგილობრივ პაციენტებს სისტემურ და მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას შესთავაზებს, აღნიშნავენ უწყებაში.
პაციენტებს კონსულტაციებს გერმანიიდან მოწვეული ექიმები გაუწევენ და ტელემედიცინის საშუალებით იმ მომსახურებას შესთავაზებენ, რომელიც გერმანულ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება.
28 სექტემბერი 2021, 13:48
ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკური მართვის საერთაშორისო სტანდარტები და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშეა.
გერმანიის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებმა უწყების ხელმძღვანელსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის წევრებს სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის Deutsches Diagnosticum შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
2020 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავითარებს ტელემედიცინას და საინფორმაციო ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის გამოყენებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექიმებს შორის სამედიცინო ინფორმაციის გაცვლის მიზნით.