https://sputnik-georgia.com/20210930/samuxis-velze-qurcikebis-meshvide-taoba-daibada-260018213.html
სამუხის ველზე ქურციკების მეშვიდე თაობა დაიბადა
სამუხის ველზე ქურციკების მეშვიდე თაობა დაიბადა
Sputnik საქართველო
საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის პოპულაციის აღდგენის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T10:00+0400
2021-09-30T10:00+0400
2021-09-30T14:44+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24615/84/246158427_240:204:1276:786_1920x0_80_0_0_062eed95a104a39ab09e82b4fa324f58.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სამუხის ველზე ქურციკების მეშვიდე თაობა დაიბადა და საერთო რაოდენობამ უკვე 200-ს გადააჭარბა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 1960 წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა.პროექტი, რომელსაც 2013 წლიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებენ, საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენისკენაა მიმართული. პირველი თაობა – 10 ქურციკი აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და დაკვირვებას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღებაში ამ ცხოველს განსაკუთრებული როლი აქვს.
https://sputnik-georgia.com/20210316/memorandumi-daculi-teritoriebis-saagentosa-da-USAID-Soris-251184250.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24615/84/246158427_451:207:1280:829_1920x0_80_0_0_340b90aaa2be40f2ea79a7e00aaa5723.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება, ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
სამუხის ველზე ქურციკების მეშვიდე თაობა დაიბადა
10:00 30.09.2021 (განახლებულია: 14:44 30.09.2021) საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის პოპულაციის აღდგენის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სამუხის ველზე ქურციკების მეშვიდე თაობა დაიბადა და საერთო რაოდენობამ უკვე 200-ს გადააჭარბა,
ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 1960 წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა.
პროექტი, რომელსაც 2013 წლიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებენ, საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენისკენაა მიმართული.
პირველი თაობა – 10 ქურციკი აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და დაკვირვებას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღებაში ამ ცხოველს განსაკუთრებული როლი აქვს.