მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რიგში გატარებული 7 საათი: ბენზინის პრობლემა რონალდუსაც შეეხო – ფოტო

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიკრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს მძღოლმა Shell-ის ბენზინგასამართ სადგურზე თითქმის შვიდი საათი გაატარა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო საწვავით შეევსო ცნობილი სპორტსმენის ძვირადღირებული „ბენტლი“, წერს გამოცემა The Sun.
გამოცემის ინფორმაციით, რონალდუს მძღოლი და დაცვის წევრი (სხვა მანქანით) სადგურზე დღის ორი საათისთვის მივიდნენ და მხოლოდ საღამოს ცხრა საათზეღა დატოვეს იქაურობა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ფუჭად ელოდნენ ბენზინის ავტოცისტერნის გამოჩენას — სადგურზე საწვავი არავის მიუტანია. თუმცა, რომც მიეტანათ, მაქსიმუმი, რამდენის შეძენასაც მოახერხებდა რონალდუს მძღოლი — იმდენია, რამდენიც 30 გირვანქა სტერლინგით მოუვიდოდა. საქმე ისაა, რომ რომ კომპანია Shell-მა შეზღუდვები დააწესა, რათა ბენზინის პანიკურ შესყიდვებს გამკლავებოდა.

„რონალდუ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფული აქვს, იმავე ნავში აღმოჩნდა, რომელშიც ჩვენ“, — წერს გამოცემა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი სურსათითა და საწვავით მომარაგების კუთხით დაბრკოლებებს გადააწყდა სატვირთო ავტომობილების მძღოლების ნაკლებობის გამო. შედეგად – ნავთობკომპანიები იძულებული გახდნენ დაეხურათ ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი. მოსახლეობაში პანიკა დაიწყო. მიუხედავად ხელისუფლების განცხადებისა, რომ ბენზინის მარაგების პრობლემა არ არსებობს, სადგურებზე უზარმაზარი რიგები გაჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0