ქალისთვის მავნებელი საოჯახო საქმეები: მეცნიერთა დასკვნა და გამოკითხვა მხოლოდ ქალებისთვის

© Pixabay / 6581245სახლის დასუფთავება
სახლის დასუფთავება  - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მრავალწლიან დაკვირვებებსა და გამოკითხვებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების შეთავსება ქალს ჯანმრთელობას უნადგურებს.
მასშტაბურმა კვლევებმა, რა დროსაც ათასობით ქალი გამოიკითხა, აჩვენა, რომ „ორ ცეცხლშუა“ გამუდმებული ყოფნა ქალებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის და არტერიული წნევის პრობლემებს იწვევს.
Невеста идет босиком, держа в руках туфли и свадебный букет - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
როგორ ირჩევენ ქალები ფეხსაცმელსა და... ქმრებს: დაკვირვების შედეგები
მკვლევარების თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები უწყვეტად ცხოვრობენ სტრესში.
ამერიკელმა მეცნიერებმა, ისევ და ისევ კვლევების საფუძველზე, ჯანმრთელობისთვის მავნე საოჯახო საქმეების ნუსხაც შეადგინეს. გამოკითხულ ქალთა უმრავლესობის გამოცდილებით, ჩამონათვალში პირველ სამ ადგილზე მოხვდა:
სახლის დალაგება,
ვახშმის მომზადება,
კვების პროდუქტების საყიდლად სიარული.
ამას მოსდევს: საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმვა, კომუნალური გადასახადების გადახდა და ავტომობილის რემონტი.
შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
რატომ ეშინიათ მამაკაცებს ჭკვიანი ქალების: მეცნიერული ექსპერიმენტი
საინტერესო ისაა, რომ კვლევებით დადგინდა: ბავშვებისა და შინაური ცხოველების მოვლა ქალებში სისხლის წნევაზე არანაირად არ მოქმედებს!
ინფარქტისა თუ ჰიპერტონიული კრიზის თავიდან ასაცილებლად ამერიკელი სწავლულ-ექსპერტები ქალებს ურჩევენ, გაუნაწილონ მეუღლეებს საოჯახო საქმეები. ბოლოს და ბოლოს, „მე-უღლეები“ იმიტომ ჰქვიათ, რომ ერთად და თანაბრად სწიონ ჭაპანი. მით უმეტეს, რომ საქმე სულაც არ არის სახუმარო — საქმე ჯანმრთელობას ეხება.
გამოკითხვა
გამოკითხვა ქალებისთვის: გეხმარებათ თუ არა მეუღლე საოჯახო საქმეებში?
ყველა ახალი ამბავი
0