https://sputnik-georgia.com/20210930/maswavleblebis-savaldebulo-vaqcinacia-saministros-pasuxi-260061941.html
მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაცია – განათლების სამინისტროს პასუხი
მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაცია – განათლების სამინისტროს პასუხი
Sputnik საქართველო
სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65%. 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T21:04+0400
2021-09-30T21:04+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_7312cce5ae9716aa6a3ed7daf33dd454.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონპროექტი მზადდება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ქართულ მედიაში გავრცელდა.დღეს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში, სავარაუდოდ, სავალდებულო გახდება, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და მისი განიხილვა და დამტკიცება მალე მოხდება.უწყების ცნობით, სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია.„შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.ცერცვაძის გარდა, მასწავლებელთა და მედიცინის მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის აუცილებლობაზე ხშირად საუბრობს ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო უახლოეს კვირებში მიიღებს.საქართველოს სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო დასწრებითი ფორმით 4 ოქტომბრიდან განახლდება.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სავარაუდოდ, მისმა პიკმა გადაიარა, მაგრამ ინფიცირებულთა და გარდაცვლილების რაოდენობა მაინც მაღალია. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციასა და დაწესებული შეზღუდვების დაცვას შეუძლია.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 1.785.862 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 981.624 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,6%. სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 804.238 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,2%.
https://sputnik-georgia.com/20210930/pedagogebis-vaqcinacia-seizleba-savaldebulo-gaxdes-260055819.html
https://sputnik-georgia.com/20210928/gamyrelize-direqtorebs-movuwodebt-seiswavlon-ramdeni-maswavlebeli-da-msibelia-acrili-259977497.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_c785e09b1493b2d8014b2f71853773ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , covid-19
მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაცია – განათლების სამინისტროს პასუხი
21:04 30.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65%.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონპროექტი მზადდება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ქართულ მედიაში გავრცელდა.
დღეს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში, სავარაუდოდ, სავალდებულო გახდება, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და მისი განიხილვა და დამტკიცება მალე მოხდება.
„აცრა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო „იუნისეფთან“ ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას“, – აღნიშნავენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია.
30 სექტემბერი 2021, 17:56
„შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცერცვაძის გარდა, მასწავლებელთა და მედიცინის მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის აუცილებლობაზე ხშირად საუბრობს ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო უახლოეს კვირებში მიიღებს.
28 სექტემბერი 2021, 18:26
საქართველოს სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო დასწრებითი ფორმით 4 ოქტომბრიდან განახლდება.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სავარაუდოდ, მისმა პიკმა გადაიარა, მაგრამ ინფიცირებულთა და გარდაცვლილების რაოდენობა მაინც მაღალია. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციასა და დაწესებული შეზღუდვების დაცვას შეუძლია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 1.785.862 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 981.624 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,6%. სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 804.238 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,2%.