„15 წელია პური ამოღებული მაქვს რაციონიდან“ – როგორ ინარჩუნებს წონას მარიამ კუკუნაშვილი
14:02 30.09.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023)

© Facebook / Mariam Kukunashvili
გამოწერა
სუროგაციის ცენტრი NEW LIFE-ის დამფუძნებლის მარიამ კუკუნაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო დროს ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მან მეუღლის ღალატის, მისგან ძვირადღირებული საჩუქრის მიღებისა და შერიგების შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე ისაუბრა და საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა.
ამჯერად კი მარიამ კუკუნაშვილი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი კვების შესახებ საუბრობს.
„ოჯახში ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ და ვიკვებებით ჯანსაღად. ჩვენს ყოველდღიურ რაციონში არ არის არაჯანსაღი საკვები, ცომეული, ცხიმი. 15 წელია, რაც შუალედური შიმშილის რეჟიმზე ვარ, დილით ჩემი საუზმე არის 10:00 საათზე, მაქვს გვიანი სადილი 17:00 საათზე და შემდეგ აღარაფერს ვჭამ. ზოგს ჰგონია, რომ ძალიან ბევრი წყალი უნდა დალიოს, ეს ასე არ არის. ზედმეტი წყალი იწვევს ჰიპონატრემიას“, – აღნიშნა მან.
ბიზნესმენის თქმით, მათ ოჯახში დილა იოგით იწყება და ვარჯიშიდან მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ საუზმობენ. საუზმეზე აუცილებლად მიირთმევენ კვერცხს და დაახლოებით 15 წელია, რაც პური ამოღებული აქვს რაციონიდან.
„გამომდინარე იქიდან, რომ ვცეკვავ და კონკურსები მაქვს ხოლმე, ძილის რეჟიმი მაქვს მოწესრიგებული, სულ ერთსა და იმავე დროს ვიძინებ, 11-12 საათზე, დილით კი 8-ზე ვდგები“, – ამბობს მარიამ კუკუნაშვილი.