https://sputnik-georgia.com/20210930/kala-usgulis-gzaze-mozraoba-aikrzala-260058663.html
უშგული გარე სამყაროს მოწყდა - კლდის ჩამონგრევის საზარელი კადრები
უშგული გარე სამყაროს მოწყდა - კლდის ჩამონგრევის საზარელი კადრები
Sputnik საქართველო
კალა–უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ მონაკვეთზე გზის მარცხენა... 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T19:56+0400
2021-09-30T19:56+0400
2021-09-30T23:47+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23841/57/238415710_0:102:2000:1227_1920x0_80_0_0_c85f4a7271230f12d464657bca67aa42.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. კალა-უშგულის გზაზე კლდის ჩამონგრევის გამო სოფელი უშგული გარე სამყაროს მოწყდა, იუწყება მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.მომხდარის გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კალა–უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ჩაკეტილია.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 178-ე კმ მონაკვეთზე მარცხენა ზედა ფერდი ჩამოიშალა, რაც საავტომობილო მოძრაობის ჩაკეტვის მიზეზი გახდა.სოციალურ ქსელში გავრცელდა კლდის ჩამონგრევის ვიდეოკადრები, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.კალა–უშგულის მონაკვეთზე ქვათაცვენა ამჟამადაც გრძელდება.ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. სტიქიური მოვლენის დასტაბილურებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება გზის გაწმენდის სამუშაოები, აცხადებენ უწყებაში.მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე, უშგულის თემის მოსახლეობას მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების ნივთებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23841/57/238415710_114:0:1886:1329_1920x0_80_0_0_ee8088906c80ee1b613463a176df0a00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
უშგული გარე სამყაროს მოწყდა - კლდის ჩამონგრევის საზარელი კადრები
19:56 30.09.2021 (განახლებულია: 23:47 30.09.2021) კალა–უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ მონაკვეთზე გზის მარცხენა ზედა ფერდი ჩამოიშალა.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. კალა-უშგულის გზაზე კლდის ჩამონგრევის გამო სოფელი უშგული გარე სამყაროს მოწყდა, იუწყება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია. მომხდარის გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კალა–უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ჩაკეტილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 178-ე კმ მონაკვეთზე მარცხენა ზედა ფერდი ჩამოიშალა, რაც საავტომობილო მოძრაობის ჩაკეტვის მიზეზი გახდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კლდის ჩამონგრევის ვიდეოკადრები, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.
კალა–უშგულის მონაკვეთზე ქვათაცვენა ამჟამადაც გრძელდება.
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. სტიქიური მოვლენის დასტაბილურებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება გზის გაწმენდის სამუშაოები, აცხადებენ უწყებაში.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე, უშგულის თემის მოსახლეობას მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების ნივთებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.