Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

გახარიაც „სუფთაა": ექს-პრემიერმა ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა

© press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
ნარკოტიკებზე ტესტირების გავლის ინიციატივით სექტემბრის დასაწყისში დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე გამოვიდა.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერის, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერისა და თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას თმის ნიმუშით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გახარია არანაირ ნარკოტიკულ საშალებას არ მოიხმარს.
გახარიამ 18 სექტემბერს ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მის სისხლსა და შარდში ნარკოტიკული ნივთიერება არ დადასტურდა. რაც შეეხება ნარკოტიკის შემცველობაზე თმის ღერის ანალიზს, რომელიც განსაზღვრავს უფრო დიდ პერიოდში მოიხმარდა თუ არა პირი ნარკოტიკს, პოლიტიკოსმა ის დღეს გამოაქვეყნა.
გიოეგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა
თმის ნიმუშის კვლევა ჩატარდა ისეთ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, როგორიცაა: ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მათ შორის ე.წ. მარიხუანა), კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, MDEA, MDMA, მეფედრონი, ოპიოიდის ჯგუფები: ოპიატები და ჰეროინი, კოდეინი, მორფინი, ბუფრენორფინი, დიჰიდროკოდეინი, ფენტანილი, მეტადონი, ტრამადოლი და ბენზოდიაზეპინები.

„ავსტრიის ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა“, – დაწერა გახარიამ სოციალურ ქსელში.

გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ვენის წამყვან ლაბორატორია FTC-Forensisch-Toxikologisches Labor-ში ჩააბარა. როგორც ადრე განაცხადა, მან გადაწყვიტა, რომ ნარკოტესტი ავსტრიის ერთ-ერთ ავტორიტეტულ ლაბორატორიაში გაევლო, ვინაიდან ხელისუფლება მის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებდა.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გახარია: ნარკოტესტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაგანდობთ
ნარკოტესტის ჩაბარების ინიციატივით პირველად დედაქალაქის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გამოვიდა. მან ტესტი ჩააბარა და ყველა კანდიდატს მოუწოდა მისი მაგალითისთვის მიებაძათ. თბილისში ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით, კალაძე აბსოლუტურად „სუფთა“ იყო. თუმცა კალაძეს თავისი ნარკოტესტის პასუხი არ გამოუქვეყნებია.
კალაძის ინიციატივას მერობის არცერთმა კანდიდატმა არ დაუჭირა მხარი.
27 სექტემბერს გახარიამ პროკურატურას მიმართა თხოვნით, დაიწყოს გამოძიება მის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.
კობახიძემ ბოლო დროს რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა, სადაც გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე მიუთითა. მასმედიისთვის ერთ-ერთ კომენტარში მან გახარიას „კოკაინშჩიკი“ უწოდა. სწორედ ეს ბრალდებები გახდა საფუძველი იმისა, რომ გახარიამ პროკურატურას მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0