https://sputnik-georgia.com/20210930/12-wels-zemot-mozardebis-vaqcinacia-iwyeba-vin-moxvdeba-siashi-260032405.html
12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება: ვინ მოხვდება სიაში
12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება: ვინ მოხვდება სიაში
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის საქართველოში ვაქცინაცია 16 წელს ზემოთ პირებისთვისაა დაშვებული. 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T11:36+0400
2021-09-30T11:36+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260031371_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_fb12bb90b448721eb762ad7de8c9e44a.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია, სავარაუდოდ, რისკ-ჯგუფში შემავალი პირების აცრით დაიწყება, შესაბამის გადაწყვეტილებას იმუნიზაციის საბჭო უახლოეს დღეებში მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.ქართველი სპეციალისტები ერთსულოვნები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის დაწყება.მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსისგან ბავშვების დაცვის საშუალება მისი გარემოცვის ვაქცინაციაა. ამიტომ ის მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს.ეპიდემიოლოგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო.როგორც გუშინ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, უახლოეს დღეებში საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება. ჩხაიძის განმარტებით, ქვეყანას ორი არჩევანი აქვს: პირველი – იხელმძღვანელოს ჯანმოს რეკომენდაციით და 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებში განახორციელოს, ან აირჩიოს მეორე გზა და აცრას 12 წელს ზემოთ ყველა მოზარდი მიუხედავად მათი ჯანმრთელობისა. ჩხაიძის თქმით, მეორე ვარიანტი აირჩიეს შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპის მრავალმა ქვეყანამ.მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების (სამი წლიდან) ვაქცინაციას ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.
https://sputnik-georgia.com/20210928/gamyrelize-direqtorebs-movuwodebt-seiswavlon-ramdeni-maswavlebeli-da-msibelia-acrili-259977497.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260031371_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_3643f750371111b515f61120821a60c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება: ვინ მოხვდება სიაში
11:36 30.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ამ დროისათვის საქართველოში ვაქცინაცია 16 წელს ზემოთ პირებისთვისაა დაშვებული.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია, სავარაუდოდ, რისკ-ჯგუფში შემავალი პირების აცრით დაიწყება, შესაბამის გადაწყვეტილებას იმუნიზაციის საბჭო უახლოეს დღეებში მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ქართველი სპეციალისტები ერთსულოვნები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის დაწყება.
„ჩვენი პოზიცია ჯერჯერობით არის ისეთი, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ბავშვების ვაქცინაციას, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომ მისთვის განსაკუთრებით სარისკოა კორონავირუსით ინფიცირება. საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი მოზარდების ვაქცინაციის პრეცედენტი უკვე გვაქვს, რამდენიმე ბავშვს კოვიდ-ვაქცინა უკვე გაუკეთდა“, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსისგან ბავშვების დაცვის საშუალება მისი გარემოცვის ვაქცინაციაა. ამიტომ ის მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს.
ეპიდემიოლოგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო.
როგორც გუშინ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, უახლოეს დღეებში საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება.
28 სექტემბერი 2021, 18:26
ჩხაიძის განმარტებით, ქვეყანას ორი არჩევანი აქვს: პირველი – იხელმძღვანელოს ჯანმოს რეკომენდაციით და 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებში განახორციელოს, ან აირჩიოს მეორე გზა და აცრას 12 წელს ზემოთ ყველა მოზარდი მიუხედავად მათი ჯანმრთელობისა. ჩხაიძის თქმით, მეორე ვარიანტი აირჩიეს შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპის მრავალმა ქვეყანამ.
მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების (სამი წლიდან) ვაქცინაციას ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.