https://sputnik-georgia.com/20210929/tbilissi-sanoto-stamba-ardgeba-260016586.html
თბილისში პირველი სანოტო სტამბის აღდგენა იგეგმება
თბილისში პირველი სანოტო სტამბის აღდგენა იგეგმება
Sputnik საქართველო
საქართველოში პირველი სანოტო სტამბა 1891 წელს ქართველმა საზოგადო მოღვაწემ მაქსიმე შარაძემ დააარსა. 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T19:06+0400
2021-09-29T19:06+0400
2021-09-29T21:10+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905914_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_48a86d9b123a92279d7cd3368fd628ee.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. დედაქალაქში პირველი ქართული სანოტო სტამბა აღდგება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის რესტავრირებულ მუზეუმს რამდენიმე დღეა ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.„რამდენიმე დღის წინ ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმი გაიხსნა. შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და მის რეაბილიტაციაში უდიდესი შრომა ჩაიდო. ძალიან მაღალი გემოვნებით, ავთენტიკურობის სრული დაცვით განახლდა თითოეული ოთახი, კუთხე თუ საგამოფენო სივრცე. ყველას ვურჩევ, თავად ნახოს შესრულებული სამუშაოები“, – აღნიშნა კალაძემ.საქართველოში ერთ–ერთ უძველეს აბრეშუმის მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება>>საქართველოში პირველი სანოტო სტამბის დაარსება ქართველი საზოგადო მოღვაწის მაქსიმე შარაძის სახელს უკავშირდება.შარაძემ სტამბა 1890 წელს დააარსა. ის თბილისში, ნიკოლოზის 21-ში (დღევანდელი ჯავახიშვილის 7) იყო განთავსებული, იმავე სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძის ბინა და „ივერიის“ რედაქცია იყო. სტამბის მოწყობილობა შარაძემ გერმანიიდან გამოიწერა, ხოლო ნოტების ასაწყობი შრიფტი 1891 წლის 10 დეკემბერს მოსკოვიდან ჩამოატანინა, რაშიც მას ილია ჭავჭავაძე და მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ხახანაშვილი დაეხმარნენ. ეს იყო ნოტების დამწერლობის პირველი შემოსვლა საქართველოში. აქ დაიწყო სწორედ პირველად ქართული საეკლესიო საგალობლების დაბეჭდვა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905914_290:0:2961:2003_1920x0_80_0_0_14286a5d6a558009ea6908bc743695e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, თბილისის მერია
ახალი ამბები, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, თბილისის მერია
თბილისში პირველი სანოტო სტამბის აღდგენა იგეგმება
19:06 29.09.2021 (განახლებულია: 21:10 29.09.2021) საქართველოში პირველი სანოტო სტამბა 1891 წელს ქართველმა საზოგადო მოღვაწემ მაქსიმე შარაძემ დააარსა.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. დედაქალაქში პირველი ქართული სანოტო სტამბა აღდგება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ილია ჭავჭავაძის სახლში გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული. სამომავლოდ იგეგმება, რომ პირველი ქართული სანოტო სტამბაც აღდგეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის რესტავრირებულ მუზეუმს რამდენიმე დღეა ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.
„რამდენიმე დღის წინ ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმი გაიხსნა. შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და მის რეაბილიტაციაში უდიდესი შრომა ჩაიდო. ძალიან მაღალი გემოვნებით, ავთენტიკურობის სრული დაცვით განახლდა თითოეული ოთახი, კუთხე თუ საგამოფენო სივრცე. ყველას ვურჩევ, თავად ნახოს შესრულებული სამუშაოები“, – აღნიშნა კალაძემ.
საქართველოში პირველი სანოტო სტამბის დაარსება ქართველი საზოგადო მოღვაწის მაქსიმე შარაძის სახელს უკავშირდება.
შარაძემ სტამბა 1890 წელს დააარსა. ის თბილისში, ნიკოლოზის 21-ში (დღევანდელი ჯავახიშვილის 7) იყო განთავსებული, იმავე სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძის ბინა და „ივერიის“ რედაქცია იყო. სტამბის მოწყობილობა შარაძემ გერმანიიდან გამოიწერა, ხოლო ნოტების ასაწყობი შრიფტი 1891 წლის 10 დეკემბერს მოსკოვიდან ჩამოატანინა, რაშიც მას ილია ჭავჭავაძე და მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ხახანაშვილი დაეხმარნენ. ეს იყო ნოტების დამწერლობის პირველი შემოსვლა საქართველოში. აქ დაიწყო სწორედ პირველად ქართული საეკლესიო საგალობლების დაბეჭდვა.