https://sputnik-georgia.com/20210929/rt-s-dablokva-youtube-ze-osce-si-sityvis-tavisuflebis-sesaxeb-seaxsenes-260024012.html
RT-ს დაბლოკვა YouTube-ზე: კომპანიას ეუთოში სიტყვის თავისუფლების შესახებ შეახსენეს
RT-ს დაბლოკვა YouTube-ზე: კომპანიას ეუთოში სიტყვის თავისუფლების შესახებ შეახსენეს
Sputnik საქართველო
დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ YouTube-ზე RT-ს დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის კანონების დარღვევის ნიშნებს შეიცავს 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T22:10+0400
2021-09-29T22:10+0400
2021-09-29T22:51+0400
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/33/248883347_0:158:3081:1891_1920x0_80_0_0_f507b6f6e43504e6574871ea14f6d70e.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ეუთოს (OSCE) წარმომადგენელი მასმედიის თავისუფლების საკითხებში ტერეზა რიბეირუ YouTube-დან RT ჯგუფის არხების დაბლოკვასთან დაკავშირებით გამოვიდა მოწოდებით, არ დაივიწყონ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. ამის შესახებ РИА Новости-ს ეუთოს წარმომადგენლის ოფისში აცნობეს.გუშინ მედიაჯგუფ Россия сегодня-სა და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ YouTube-მა RT-ს ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. როგორც „როსკომნადზორში“ აღნიშნეს, თუ Google უყურადღებოდ დატოვებს RT-ს YouTube-არხების განბლოკვის მოთხოვნას, მას ჯარიმა ემუქრება ერთი მილიონი რუბლის ოდენობით, ხოლო განმეორებითი უარის შემთხვევაში ჯარიმა სამ მილიონ რუბლამდე გაიზრდება. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ YouTube-ზე RT-ს დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის კანონების დარღვევის ნიშნებს შეიცავს: ეს უკავშირდება როგორც ცენზურას, ისე მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა YouTube-ის მოქმედება პოლიტიკური ცენზურის აქტად მიიჩნია და RT ჯგუფის არხების ნორმალური მუშაობის რეჟიმის დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/33/248883347_352:0:3081:2047_1920x0_80_0_0_3da09eb700891c368d63e032ddf1e68c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები
RT-ს დაბლოკვა YouTube-ზე: კომპანიას ეუთოში სიტყვის თავისუფლების შესახებ შეახსენეს
22:10 29.09.2021 (განახლებულია: 22:51 29.09.2021) დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ YouTube-ზე RT-ს დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის კანონების დარღვევის ნიშნებს შეიცავს
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ეუთოს (OSCE) წარმომადგენელი მასმედიის თავისუფლების საკითხებში ტერეზა რიბეირუ YouTube-დან RT ჯგუფის არხების დაბლოკვასთან დაკავშირებით გამოვიდა მოწოდებით, არ დაივიწყონ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. ამის შესახებ
РИА Новости-ს ეუთოს წარმომადგენლის ოფისში აცნობეს.
„ეუთოს წარმომადგენელს მასმედიის თავისუფლების საკითხებში სურს ხაზი გაუსვას, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებულმა მხარემ გაითვალისწინოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მასმედიის თავისუფლება და ინფორმაციაზე წვდომის უფლება არხიდან „აკაუნტის“ წაშლის გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე ტრანსპარენტულობა გამოიჩინოს, როდესაც საქმე ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს ეხება“, – აღნიშნეს რიბეირუს ოფისში.
გუშინ მედიაჯგუფ Россия сегодня-სა და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ YouTube-მა RT-ს ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. როგორც „როსკომნადზორში“ აღნიშნეს, თუ Google უყურადღებოდ დატოვებს RT-ს YouTube-არხების განბლოკვის მოთხოვნას, მას ჯარიმა ემუქრება ერთი მილიონი რუბლის ოდენობით, ხოლო განმეორებითი უარის შემთხვევაში ჯარიმა სამ მილიონ რუბლამდე გაიზრდება. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ YouTube-ზე RT-ს დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის კანონების დარღვევის ნიშნებს შეიცავს: ეს უკავშირდება როგორც ცენზურას, ისე მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა YouTube-ის მოქმედება პოლიტიკური ცენზურის აქტად მიიჩნია და RT ჯგუფის არხების ნორმალური მუშაობის რეჟიმის დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვა.