https://sputnik-georgia.com/20210929/msoblebi-distanciursa-da-daswrebit-swavlas-soris-arcevansgaaketeben-260014395.html
მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანს გააკეთებენ
მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანს გააკეთებენ
Sputnik საქართველო
რთული ეპიდვითარების გამო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T18:22+0400
2021-09-29T18:22+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს რეგიონები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/27/246452793_0:150:1600:1050_1920x0_80_0_0_28470dc475377cbe8f8cb1f3a052a244.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. განათლების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეების მშობლებს არჩევნის საშუალება მისცა – 4 ოქტომბერს ბავშვები სკოლაში ივლიან თუ ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე – online.emis.ge.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00–18:00 საათის შუალედში.რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 65% ვაქცინირებულია. სპეციალისტების განცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
https://sputnik-georgia.com/20210928/4-oqtombridan-swavlasaklaso-otaxebsi-ganaxldeba-259975202.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/27/246452793_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_81d4f4a7db323e2d88a27fb434815908.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, განათლება საქართველოში , ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს რეგიონები, covid-19
ახალი ამბები, განათლება საქართველოში , ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს რეგიონები, covid-19
მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანს გააკეთებენ
18:22 29.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) რთული ეპიდვითარების გამო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. განათლების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეების მშობლებს არჩევნის საშუალება მისცა – 4 ოქტომბერს ბავშვები სკოლაში ივლიან თუ ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე –
online.emis.ge.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00–18:00 საათის შუალედში.
„ვინაიდან უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირაში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი“, – ნათქვამია განცხადებაში.
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს.
28 სექტემბერი 2021, 16:46
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 65% ვაქცინირებულია. სპეციალისტების განცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.