მაია ასათიანმა ტელეკომპანია „TV პირველი“ დატოვა? – ნახეთ რას წერს ტელეწამყვანი

© Facebook / Tokshow profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
ქართულ მედიასივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში პასუხობს.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. თოქშოუ „პროფილი“ ტელეკომპანია „TV პირველს“ ტოვებს. ინფორმაციას მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
ყვითელი ამბები
„დღეს ბოლო „პროფილია“ - ატირებულმა მაია ასათიანმა სტუდია დატოვა - ვიდეო
ტელეწამყვანი აცხადებს, რომ „პროფილი“ „პირველის“ ეთერში აღარ გავა და ეს გადაწყვეტილება შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო.
ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დაწერა, რომ ბევრ არასწორ ვერსიას ისმენს ამასთან დაკავშირებით, და რომ „პროფილი“ არავის დაუხურავს.
აპრილში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წასული მაია ასათიანი საკუთარი გადაცემით ტელეკომპანია „TV პირველზე“ გადავიდა. მაია ასათიანმა არხი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაციიის შემდეგ დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0