მაგნიტური ქარიშხლები ოქტომბერში: მოემზადეთ ექსტრემალურად ძლიერი შეტევისთვის

© NASA . Goddard Space Flight Centerგეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. გამოთქმა „მაგნიტური ქარიშხლები“ უკვე კარგა ხანია, რაც ადამიანების ლექსიკონში დამკვიდრდა. ეს მოვლენა, რომელიც მზეზე მომხდარი აფეთქებების შედეგია, ჩვენს პლანეტას ყოველთვიურად საშუალოდ ოთხჯერ ატყდება თავს — სხვადასხვა სიძლიერითა და ინტენსივობით.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მაგნიტური ქარიშხლების გავლენას დედამიწის მოსახლეობის პრაქტიკულად 50-70% გრძნობს. ამიტომ იმისთვის, რომ მოვლენით გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება შევამციროთ, საჭიროა ვიცოდეთ – როდის, რომელ დღეებშია მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლები.
მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის (ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი) ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში (26 ოქტომბრის ჩათვლით) მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:
1 ოქტომბერი — ექსტრემალურად ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც დილის 7 საათისთვის (თბილისის დროით) 5G დონეს მიაღწევს. 12:00 საათისთვის ინტენსივობა დაიკლებს და ქარიშხლის სიძლიერე 4G დონემდე დაიწევს;
5 ოქტომბერი — ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი — 3G დონე;
10 ოქტომბერი — ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი — 3G დონე;
19 ოქტომბერი — ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი — 3G დონე.
დანარჩენ დღეებში მაგნიტური აღშფოთებების სიძლიერე G1 და G2 დონეებს (სუსტი და საშუალო) არ ასცდება.
მაგნიტური ქარიშხლების დროს ბევრი ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, განსაკუთრებით, მეტეოდამოკიდებულები. თუმცა არსებობს ისეთი სიძლიერის ქარიშხლებიც, რომელიც სრულიად ჯანმრთელის მდგომარეობაზეც კი ახდენს უარყოფით გავლენას.
სიმპტომები ძირითადად ერთნაირია: უმიზეზო დაღლილობა და თავის ტკივილები. თუმცა ქრონიკული დაავადებების მქონეებში მაგნიტური ქარიშხლების გავლენა უფრო ძლიერად იჩენს თავს. მაგალითად, ბრონქიალური ასთმით დაავადებულებს სუნთქვა კიდევ უფრო უჭირთ, ჰიპერტონიკებს წნევა ეწევათ, არასტაბილური ფსიქიკის მქონეებში შეინიშნება უსაფუძვლო შფოთვა, დეპრესია და აგრესიის შეტევები.

რეკომენდაციები ექიმებისგან: როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0