https://sputnik-georgia.com/20210929/centraluri-aziis-qveynebi-amerikas-rusetisa-da-cinetis-alternativda-miicneven-259993102.html
პენტაგონი: ცენტრალური აზიის ქვეყნები აშშ-ს რუსეთისა და ჩინეთის ალტერნატივად მიიჩნევენ
პენტაგონი: ცენტრალური აზიის ქვეყნები აშშ-ს რუსეთისა და ჩინეთის ალტერნატივად მიიჩნევენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ს მიაჩნია, რომ ცენტრალური აზიის რიგი ქვეყნები დაინტერესებული არიან აშშ-თან კავშირებით და ეს რუსეთთან და ჩინეთთან... 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T10:18+0400
2021-09-29T10:18+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ს მიაჩნია, რომ ცენტრალური აზიის რიგი ქვეყნები დაინტერესებული არიან აშშ-თან კავშირებით და ეს რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთქმედების ალტერნატივად მიაჩნიათ, განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა კენეტ მაკენზიმ.აღნიშნული განცხადება გენერალმა სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გამოყვანის თემას ეხებოდა.შეკითხვაზე, რა ძალისხმევებს მიმართავს აშშ ავღანეთში სხვა ქვეყნების გავლენის გაძლიერების აღსაკვეთად, მაკენზიმ თქვა, რომ გასულ კვირაში ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანს ეწვია, სადაც უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა იმის თაობაზე, „თუ როგორი იქნება რეგიონი ავღანეთის დაცემის შემდეგ“.მისი თქმით, გეოგრაფიული მდებარეობის გამო აღნიშნულ ქვეყნებს „ყოველთვის მოუწევთ, ჰქონდეთ საქმე რუსეთთან და ჩინეთთან“, თუმცა, როგორც ის მიიჩნევს, ამერიკის პარტნიორებს რეგიონში სურთ, სიგნალი მიიღონ აშშ-სგან, „რომ ზურგი არ შეუქცევია მათთვის მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთიდან გამოვედით“.ვაშინგტონმა საკუთარი ჯარები ავღანეთიდან სექტემბრის დასაწყისისთვის სრულად გაიყვანა, რითიც ისლამურ რესპუბლიკაში თითქმის ოცწლიანი ყოფნა დაასრულა.
https://sputnik-georgia.com/20210929/dabrundeba-tu-ara-ass-avranetsi-259991559.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ს მიაჩნია, რომ ცენტრალური აზიის რიგი ქვეყნები დაინტერესებული არიან აშშ-თან კავშირებით და ეს რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთქმედების ალტერნატივად მიაჩნიათ, განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა კენეტ მაკენზიმ.
აღნიშნული განცხადება გენერალმა სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გამოყვანის თემას ეხებოდა.

29 სექტემბერი 2021, 09:11
შეკითხვაზე, რა ძალისხმევებს მიმართავს აშშ ავღანეთში სხვა ქვეყნების გავლენის გაძლიერების აღსაკვეთად, მაკენზიმ თქვა, რომ გასულ კვირაში ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანს ეწვია, სადაც უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა იმის თაობაზე, „თუ როგორი იქნება რეგიონი ავღანეთის დაცემის შემდეგ“.
„მთლიანობაში მათ სურთ გარანტიები, სურთ, რომ კვლავინდებურად ჰქონდეთ კავშირები აშშ-თან, რათა რუსეთისა და ჩინეთის ალტერნატივა არსებობდეს“, — აღნიშნა გენერალმა.
მისი თქმით, გეოგრაფიული მდებარეობის გამო აღნიშნულ ქვეყნებს „ყოველთვის მოუწევთ, ჰქონდეთ საქმე რუსეთთან და ჩინეთთან“, თუმცა, როგორც ის მიიჩნევს, ამერიკის პარტნიორებს რეგიონში სურთ, სიგნალი მიიღონ აშშ-სგან, „რომ ზურგი არ შეუქცევია მათთვის მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთიდან გამოვედით“.
ვაშინგტონმა საკუთარი ჯარები ავღანეთიდან სექტემბრის დასაწყისისთვის სრულად გაიყვანა, რითიც ისლამურ რესპუბლიკაში თითქმის ოცწლიანი ყოფნა დაასრულა.