https://sputnik-georgia.com/20210929/bazari-orbelianze-axali-gitsshesanishnaoba-tbilisshi-260010878.html
„ბაზარი ორბელიანზე“ – თბილისის ახალი ღირსშესანიშნაობა
„ბაზარი ორბელიანზე“ – თბილისის ახალი ღირსშესანიშნაობა
Sputnik საქართველო
პროექტის ავტორების განცხადებით, მას ანალოგი არ ჰყავს არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონში. 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T16:56+0400
2021-09-29T16:56+0400
2021-09-29T20:14+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24546/02/245460213_437:765:2717:2048_1920x0_80_0_0_07ec0b896056c7f8ba3f922bb91224af.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, ორბელიანის განახლებულ მოედანზე თანამედროვე აგრარული ბაზარი და კვების ჰოლი გაიხსნება, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას პროექტის „ბაზარი ორბელიანზე“ მარკეტინგის მენეჯერმა თამუნა მესარკიშვილმა.ობიექტი ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, ისტორიულ შენობაში განთავსდება, სადაც მანამდე სავაჭრო–გასართობი ცენტრი ფუნქციონირებდა.ამ დროისათვის შენობის რენოვაცია დასკვნით სტადიაზეა და ახალი კომპლექსი მომხმარებელს ნოემბერში მიიღებს.„პროექტის კონცეფციის შემუშავებას სამი წელი დასჭირდა, სარემონტო სამუშაოები კი შენობაში წელიწადია მიმდინარეობს“, – განაცხადა მესარკიშვილმა. პროექტის „ბაზარი ორბელიანზე“ თანახმად, შენობის პირველ სართულზე სხვადასხვა გასტრონომიული კონცეფციის მქონე 35-მდე რესტორანი, მეორე სართულზე კი 200 ადგილზე გათვლილი აგრარული ბაზარი განთავსდება. ხოლო მესამე სართულზე ვერანდა მოეწყობა, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები გადაიშლება. მესარკიშვილის თქმით, ვერანდა სტუმრებს როგორც ზაფხულში, ისე ზამთრის პერიოდში უმასპინძლებს.მესარკიშვილის თქმით, ადგილი საინტერესო იქნება არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაც.ობიექტი ფერმერებს დამოუკიდებელ მოთამაშეებად პოზიციონირებაში, ცნობადობის ამაღლებასა და ბრენდინგში დაეხმარება. ახალ სავაჭრო ცენტრში ცალკე სივრცე გამოიყოფა კულინარიული მასტერ-კლასებისა და დეგუსტაციისთვის, აღნიშნა მან. იბადება „ახალი ტფილისი" – დედაქალაქში 93 ისტორიული შენობა გარემონტდა>>>მსგავსი პროექტები წარმატებით მუშაობს ნიუ-იორკში, მადრიდში, ბარსელონაში, რომში, ბუდაპეშტში, ლონდონში, ლისაბონში, ტოკიოში, თელ-ავივსა და სხვა ქალაქებში.ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარესტავრაციო–სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდა.პროექტის დასრულების შემდეგ თბილისში გაჩნდა კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, ათონელის, ფურცელაძისა და ფხოვის ქუჩების ნაწილს. ახალ საფეხმავლო ზონაში შენობების პირველ სართულებზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და კაფეებია განთავსებული.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24546/02/245460213_1192:844:2798:2048_1920x0_80_0_0_30bfdb7c7377b272dc04971efb1b730f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, თბილისი დღეს, ტურიზმი საქართველოში
„ბაზარი ორბელიანზე“ – თბილისის ახალი ღირსშესანიშნაობა
16:56 29.09.2021 (განახლებულია: 20:14 29.09.2021) პროექტის ავტორების განცხადებით, მას ანალოგი არ ჰყავს არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონში.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, ორბელიანის განახლებულ მოედანზე თანამედროვე აგრარული ბაზარი და კვების ჰოლი გაიხსნება, განაცხადა
„Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას პროექტის „ბაზარი ორბელიანზე“ მარკეტინგის მენეჯერმა თამუნა მესარკიშვილმა.
ობიექტი ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, ისტორიულ შენობაში განთავსდება, სადაც მანამდე სავაჭრო–გასართობი ცენტრი ფუნქციონირებდა.
ამ დროისათვის შენობის რენოვაცია დასკვნით სტადიაზეა და ახალი კომპლექსი მომხმარებელს ნოემბერში მიიღებს.
„პროექტის კონცეფციის შემუშავებას სამი წელი დასჭირდა, სარემონტო სამუშაოები კი შენობაში წელიწადია მიმდინარეობს“, – განაცხადა მესარკიშვილმა.
პროექტის „ბაზარი ორბელიანზე“ თანახმად, შენობის პირველ სართულზე სხვადასხვა გასტრონომიული კონცეფციის მქონე 35-მდე რესტორანი, მეორე სართულზე კი 200 ადგილზე გათვლილი აგრარული ბაზარი განთავსდება. ხოლო მესამე სართულზე ვერანდა მოეწყობა, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები გადაიშლება. მესარკიშვილის თქმით, ვერანდა სტუმრებს როგორც ზაფხულში, ისე ზამთრის პერიოდში უმასპინძლებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ადგილი ქალაქის ერთგვარი ღირსშესანიშნაობა გახდება, რომელიც ტურისტებს მოიზიდავს. ობიექტი მიმზიდველი იქნება არა მარტო ქალაქის, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. მსგავსი პროექტები ჩვენთან აქამდე არ განხორციელებულა“, – აღნიშნა პროექტის მარკეტინგის მენეჯერმა.
მესარკიშვილის თქმით, ადგილი საინტერესო იქნება არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაც.
ობიექტი ფერმერებს დამოუკიდებელ მოთამაშეებად პოზიციონირებაში, ცნობადობის ამაღლებასა და ბრენდინგში დაეხმარება. ახალ სავაჭრო ცენტრში ცალკე სივრცე გამოიყოფა კულინარიული მასტერ-კლასებისა და დეგუსტაციისთვის, აღნიშნა მან.
მსგავსი პროექტები წარმატებით მუშაობს ნიუ-იორკში, მადრიდში, ბარსელონაში, რომში, ბუდაპეშტში, ლონდონში, ლისაბონში, ტოკიოში, თელ-ავივსა და სხვა ქალაქებში.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარესტავრაციო–სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდა.
პროექტის დასრულების შემდეგ თბილისში გაჩნდა კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, ათონელის, ფურცელაძისა და ფხოვის ქუჩების ნაწილს. ახალ საფეხმავლო ზონაში შენობების პირველ სართულებზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და კაფეებია განთავსებული.