https://sputnik-georgia.com/20210929/ansambli-rustavi-gastrolebze-ukrainasi-miemgzavreba-260023072.html
ანსამბლი „რუსთავი“ გასტროლებზე უკრაინაში მიემგზავრება
ანსამბლი „რუსთავი“ გასტროლებზე უკრაინაში მიემგზავრება
Sputnik საქართველო
ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებლები და მომღერლები უკრაინაში ყოველთვის ფურორს ახდენენ. 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T21:41+0400
2021-09-29T21:41+0400
2021-09-29T22:47+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24457/80/244578017_8:360:1152:1003_1920x0_80_0_0_d05fd08cc9e43fdf67f3ed0f5afd1ff8.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 2-31 ოქტომბერს უკრაინის ყველა დიდ ქალაქში განახლებული პროგრამით კონცერტებს გამართავს.ანსამბლის წევრები თბილისიდან უკრაინაში გაემგზავრებიან და თავდაპირველად უკრაინულ ანსამბლ „ვირსკისთან“ ერთად გამოვლენ. ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ნატროშვილის სიტყვებით, „რუსთავისა“ და „ვირსკის“ ერთობლივი კონცერტები უკრაინული პუბლიკისთვის კარგად არის ცნობილი.ნატროშვილის თქმით, 25 ოქტომბრიდან ქართველ მოცეკვავეებსა და მუსიკოსებს შეუერთდებიან მომღერლები, რომლებიც წარმოადგნენ ახალ პროექტს „ბალადა სიყვარულზე“. ამიტომ უკრაინაში გასტროლების ბოლო ხუთი დღე მთლიანად ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტებს დაეთმობა.უკრაინაში ცეკვა „აფხაზურის“ პრემიერაც გაიმართება, სადაც მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები ერთად შეასრულებენ ნომერს. ანსამბლის პირველი კონცერტი 3 ოქტომბერს ხარკოვში ჩატარდება.
https://sputnik-georgia.com/20210729/kulturuli-memkvidreoba-sporti-da-axalgazrdebi-Tea-wulukianis-aTwliani-gegma-252449473.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24457/80/244578017_9:357:1033:1125_1920x0_80_0_0_d335a9f579a0d0f467d592a398b6b65c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ანსამბლი „რუსთავი“ გასტროლებზე უკრაინაში მიემგზავრება
21:41 29.09.2021 (განახლებულია: 22:47 29.09.2021) ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებლები და მომღერლები უკრაინაში ყოველთვის ფურორს ახდენენ.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 2-31 ოქტომბერს უკრაინის ყველა დიდ ქალაქში განახლებული პროგრამით კონცერტებს გამართავს.
ანსამბლის წევრები თბილისიდან უკრაინაში გაემგზავრებიან და თავდაპირველად უკრაინულ ანსამბლ „ვირსკისთან“ ერთად გამოვლენ. ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ნატროშვილის სიტყვებით, „რუსთავისა“ და „ვირსკის“ ერთობლივი კონცერტები უკრაინული პუბლიკისთვის კარგად არის ცნობილი.
„ერთობლივი კონცერტები ადრეც გაგვიმართავს. პირველ განყოფილებაში უკრაინელები ასრულებენ ცეკვებს, მეორე განყოფილებაში კი ანსამბლი „რუსთავი“ გამოდის. საფინალო ცეკვა კი ერთობლივია და ერთგვარი „შეჯიბრია“, რაც ძალიან მოსწონს მაყურებელს“, – განაცხადა გიორგი ნატროშვილმა.
ნატროშვილის თქმით, 25 ოქტომბრიდან ქართველ მოცეკვავეებსა და მუსიკოსებს შეუერთდებიან მომღერლები, რომლებიც წარმოადგნენ ახალ პროექტს „ბალადა სიყვარულზე“. ამიტომ უკრაინაში გასტროლების ბოლო ხუთი დღე მთლიანად ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტებს დაეთმობა.
უკრაინაში ცეკვა „აფხაზურის“ პრემიერაც გაიმართება, სადაც მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები ერთად შეასრულებენ ნომერს. ანსამბლის პირველი კონცერტი 3 ოქტომბერს ხარკოვში ჩატარდება.