უბედური შემთხვევა დმანისში: 18 წლის ბიჭი ხევში გადავარდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის ლენტი
საპატრულო პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდა, რა დროსაც ტრაგედია დატრიალდა.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერისუბნის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადავარდა და დაიღუპა, იუწყება „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდა, რა დროსაც ტრაგედია დატრიალდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0