https://sputnik-georgia.com/20210928/semodgomis-depresia-eqimis-rceva-259976908.html
როგორ დავძლიოთ შემოდგომის დეპრესია: მარტივი მეთოდი ფსიქიატრისგან
როგორ დავძლიოთ შემოდგომის დეპრესია: მარტივი მეთოდი ფსიქიატრისგან
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. დადგა შემოდგომა და სეზონური დეპრესიებიც დაიწყო, თუმცა არსებობს ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მარტივი მეთოდი... 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T17:53+0400
2021-09-28T17:53+0400
2021-09-28T21:48+0400
საზოგადოება
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/72/243677260_0:98:1920:1178_1920x0_80_0_0_8f74e7b4cfefb8789b27c714c3be91d9.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. დადგა შემოდგომა და სეზონური დეპრესიებიც დაიწყო, თუმცა არსებობს ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მარტივი მეთოდი, განუცხადა რადიო Sputnik-ს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ფსიქიატრმა ოლგა კოტოვამ.დღის სინათლის ხანგრძლივობის შემოკლება, ჰაერის ტემპერატურის დაწევა, გაჭიანურებული წვიმები — ყველა ეს ფაქტორი ემოციური ტონუსის დაქვეითებას უწყობს ხელს და გარკვეულ პირობებში მათ ე.წ. შემოდგომის დეპრესიის გამოწვევაც შეუძლიათ.ოლგა კოტოვას თქმით, დეპრესიასთან გამკლავების ყველაზე მარტივი ხერხი — მეტი სინათლეა.სპეციალისტის თქმით, წლის ამ დროს, როდესაც ორგანიზმის სეზონური გადაწყობა ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოძინება. ამიტომ შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ძილს ხელს უშლის, მათ შორის – ძილის წინ კომპიუტერთან ჯდომა.„მონიტორი ასხივებს ცისფერ სინათლეს, რაც არც ისე კარგია. საჭიროა შეიზღუდოს კომპიუტერთან მუშაობის დრო, ვინაიდან ეს ძილზე ახდენს გავლენას“, — ამბობს ფსიქიატრი.მისი თქმით, თუ ადამიანი ღამით დიდ დროს გაატარებს კომპიუტერთან, ცუდად დაიძინებს, რაც ნეგატიურად აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზე.
https://sputnik-georgia.com/20201008/Semodgomis-depresia-apaTia-eqimis-rCeva-249649798.html
https://sputnik-georgia.com/20200807/depresia-bavSvebSi-amocnoba-faruli-niSnebi-249158524.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/72/243677260_110:0:1810:1275_1920x0_80_0_0_1b886283afe59c6a82e5f4ea0c6e8760.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
საზოგადოება, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. დადგა შემოდგომა და სეზონური დეპრესიებიც დაიწყო, თუმცა არსებობს ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მარტივი მეთოდი, განუცხადა
რადიო Sputnik-ს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ფსიქიატრმა ოლგა კოტოვამ.
დღის სინათლის ხანგრძლივობის შემოკლება, ჰაერის ტემპერატურის დაწევა, გაჭიანურებული წვიმები — ყველა ეს ფაქტორი ემოციური ტონუსის დაქვეითებას უწყობს ხელს და გარკვეულ პირობებში მათ ე.წ. შემოდგომის დეპრესიის გამოწვევაც შეუძლიათ.
ოლგა კოტოვას თქმით, დეპრესიასთან გამკლავების ყველაზე მარტივი ხერხი — მეტი სინათლეა.
„იმისათვის, რომ სეზონური დეპრესიები, განწყობის სეზონური აშლილობები თავიდან აიცილოთ, არ უნდა დაინანოთ ელექტროენერგია, ანუ არ უნდა გააკეთოთ ეკონომია შუქზე. რაც მეტ სინათლეს შეუშვებთ სახლში თუ სამსახურში, მით უკეთესი ემოციური მდგომარეობა გექნებათ“, — განმარტავს ექიმი.
სპეციალისტის თქმით, წლის ამ დროს, როდესაც ორგანიზმის სეზონური გადაწყობა ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოძინება. ამიტომ შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ძილს ხელს უშლის, მათ შორის – ძილის წინ კომპიუტერთან ჯდომა.
„მონიტორი ასხივებს ცისფერ სინათლეს, რაც არც ისე კარგია. საჭიროა შეიზღუდოს კომპიუტერთან მუშაობის დრო, ვინაიდან ეს ძილზე ახდენს გავლენას“, — ამბობს ფსიქიატრი.
მისი თქმით, თუ ადამიანი ღამით დიდ დროს გაატარებს კომპიუტერთან, ცუდად დაიძინებს, რაც ნეგატიურად აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზე.