„მეზობელი მიყვარდა... იმდენად მიყვარდა, რომ მერიდებოდა“ – ნიკა მელია

© Facebook / Nika Meliaნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
ნიკა მელია იხსნებს პირველ სიყვარულს, როდესაც საკუთარი მეზობელი უყვარდა.
პროფესიით იურისტი ნიკა მელია ფართო საზოგადოებამ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაიცნო. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარდიოლოგის ანზორ მელიას ვაჟია. ნიკა მელიამ საკუთარ ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

„დაბადების მოწმობაში წერია 1979 წელი, 21 დეკემბერი, ნიკანორ მელია. ათი დღის გამო ვარ ერთი წლით ბებერი. ცალკე დრამა იყო ჩემი სახელი. იმდენად მქონდა კომპლექსი, რომ სკოლის ჟურნალში ნიკოლოზი ჩავაწერინე. ჭონქაძის 12 ნომერს უკავშირდება ჩემი ბავშვობა. იმ ეზომ ჩამომაყალიბა მე ისეთად, როგორიც ვარ ახლა“, – ამბობს ნიკა მელია.

პოლიტიკოსმა ოჯახის წევრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან მშობლები, დედა და მამა. ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ მისი აღზრდის პროცესს.

„მეც მინდოდა ექიმობა, მაგრამ მამის რჩევა გავითვალისწინე და ამ გზას არ დავადექი. პირადი ცხოვრება არ გექნებაო, მეუბნებოდა, მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ იქ აღმოვჩნდებოდი, სადაც ვარ“, – იხსენებს ნიკა მელია.

მან პირველი სიყვარულიც გაიხსენა და თქვა, რომ მეზობელი გოგო უყვარდა. „მეზობელი მიყვარდა. იმდენად მიყვარდა, რომ მერიდებოდა; რომ ვხედავდი, ვერ ველაპარაკებოდი“, – გაიხსენა ნიკა მელიამ ბავშვობა.
ყველა ახალი ამბავი
0