ნანუკა გუდავაძე მეორე შვილზეა ორსულად? – ბერა ივანიშვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

© Instagram / beraofficial ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
პოპულარულ წყვილს ორი წლის წინ პირველი ვაჟი ბერუკა შეეძინა.
ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე აპრილის შემდეგ კორეაში, კერძოდ, სეულში ცხოვრობენ. ამის შესახებ ცნობილი ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა. ცოტა ხნის წინ ბერამ TikTok-ზე მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბერა და ნანუკა კორეელ „ტიკტოკერ“ წყვილთან ერთად მონაწილეობენ.
 
ვიდეოში მოდის ბლოგერს ნანუკა გუდავაძეს თავისუფალი სტილის სამოსი აცვია და წონაშიც მომატებულია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველი ორსულობის შემდეგ ნანუკა სწრაფად ჩადგა ფორმაში და მას ცხოვრებაში წონის პრობლემა არასდროს აწუხებდა, სავარაუდოა, რომ მეორე შვილს ელოდება და სწორედ ამას უკავშირდება მომატებული კილოგრამები და ასეთი სტილის სამოსი.
 
წყვილს უკვე ჰყავს ერთი შვილი. ბიჭუნას 29 ნოემბერს ორი წელი შეუსრულდება. ბე­რუ­კა ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძის პირ­ვე­ლი შვი­ლია. პატარას სახელი მშობლებმა მათი სახელების ნაწილებისგან შეურჩიეს.
 
კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ.
ყველა ახალი ამბავი
0