https://sputnik-georgia.com/20210928/gardaicvala-pirveli-arxis-ert-erti-pirveli-diqtori-aleqsandra-mawavariani-259981688.html
გარდაიცვალა „პირველი არხის“ ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი
გარდაიცვალა „პირველი არხის“ ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი
Sputnik საქართველო
ერთმანეთის მიყოლებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ვეტერანი, ორი ცნობილი ტელეწამყვანი გარდაიცვალა. 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T19:29+0400
2021-09-28T19:29+0400
2021-09-28T22:23+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24400/41/244004142_0:190:2966:1858_1920x0_80_0_0_a77651c37d83d2dce81fe4ef42a3237d.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.ალექსანდრა მაჭავარიანი საქართველოს პირველ მაუწყებლობას უძღვებოდა, რომელიც 1956 წელს ფუნიკულიორზე მდებარე ტელეხედვის სტუდიიდან ხორციელდებოდა.წამყვანების რამდენიმეკვირიანი შერჩევის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანიდან მხოლოდ ორი დაამტკიცეს. მათ შორის იყო 19 წლის ალექსანდრა მაჭავარიანი, რომელიც 45 წელი ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას.ალექსანდრა მაჭავარიანს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს მთაწმინდის პარკში, სატელევიზიო ანძის მიმდებარედ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა.„პირველმა არხმა“ მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: დავით სოკოლოვს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს.გუშინ 85 წლის ასაკში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა.
https://sputnik-georgia.com/20210928/qartveli-levitanis-davit-sokolovis-istoria-259963206.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24400/41/244004142_118:0:2849:2048_1920x0_80_0_0_6b787b19b867aef8f1fc9dce77020870.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
გარდაიცვალა „პირველი არხის“ ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი
19:29 28.09.2021 (განახლებულია: 22:23 28.09.2021) ერთმანეთის მიყოლებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ვეტერანი, ორი ცნობილი ტელეწამყვანი გარდაიცვალა.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება
„პირველი არხი“. ალექსანდრა მაჭავარიანი საქართველოს პირველ მაუწყებლობას უძღვებოდა, რომელიც 1956 წელს ფუნიკულიორზე მდებარე ტელეხედვის სტუდიიდან ხორციელდებოდა.
წამყვანების რამდენიმეკვირიანი შერჩევის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანიდან მხოლოდ ორი დაამტკიცეს. მათ შორის იყო 19 წლის ალექსანდრა მაჭავარიანი, რომელიც 45 წელი ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას.
28 სექტემბერი 2021, 14:35
ალექსანდრა მაჭავარიანს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს მთაწმინდის პარკში, სატელევიზიო ანძის მიმდებარედ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა.
„პირველმა არხმა“ მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: დავით სოკოლოვს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს.
გუშინ 85 წლის ასაკში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა.