გაიცანით დემნა გვასალიას უცნობი ძმა გურამი, რომელიც ასევე მოდის სფეროში მოღვაწეობს – ფოტო

© Facebook / Demna Gvasalia Dailyდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
დემნა გვასალია ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. ბევრმა არ იცის, რომ მას ჰყავს ძმა გურამი, რომელიც ასევე მოდის სფეროში მოღვაწეობს.
დემნა გვასალია დღეს ის სახელი და გვარია, რომელიც თავისთავადაც უკვე ბრენდად იქცა და მსოფლიო იცნობს. რა ხანია, დემნამ საკუთარი სიტყვა თქვა მსოფლიო მოდაში, ჯერ თავისი ბრენდით - „ვეტემენტსით“, ახლა კი „ბალენსიაგას“ სახელით.
„ჩემი საკუთარი ისტორიის, ამბის მოთხრობა მინდოდა. ამით დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მათ მაშინ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა”, – ამბობდა გვასალია ძმასთან ერთად შექმნილი ბრენდის „ვეტემენტსის“ ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ.
ბევრმა არ იცის, რომ დემნას სახელი მოდის სამყაროში თავდაპირველად სწორედ ამ ბრენდის სახელით გაისმა, რომელიც მან და მისმა უმცროსმა ძმამ - გურამმა შექმნეს. ბიჭები სოხუმში დაიბადნენ, მერე, ომის შემდეგ მცირე ხანს თბილისში ცხოვრობდნენ, შემდეგ - უკრაინაში, მერე კი ემიგრაციაში წავიდნენ გერმანიაში.
გვასალიას ოჯახი თავდაპირველად საცხოვრებლად დიუსელდორფში გადავიდა 2000 წელს, სადაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში დარჩა და დემნა სწორედ აქ მიხვდა, რა სურდა. მიუხედავად ოჯახის სურვილისა, რომ ბანკში დაეწყო მუშაობა, 2002 წელს ანტვერპენში Royal Academ of Fine Arts-ში დაიწყო სწავლა. მსგავსი ისტორია აქვს გურამსაც, ის ლონდონში, მოდის სკოლაში სწავლობდა.
„შემდეგ დავბრუნდი პარიზში და კონსულტაციებს ვუტარებ დღესაც დიდ და მცირე ბრენდებს განვითარებასა და წინსვლაში", – ამბობს გურამი, რომელიც ასევე არის ავტორი წიგნისა Size Zero: A Guide To Spiritual Management და ლექციებსაც ატარებს ამ თემაზე.
გურამი ახლაც ძმების მიერ ერთად დაარსებული ბრენდის Vetements-ის გენერალური დირექტორია, ამბობს, რომ ხშირად ენატრება საქართველო.

„მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ, რომ საქართველოდან ვარ. ეს დიდ ძალას მაძლევს. რა იქნებოდა, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი? ყველაფერი ღმერთის ნებაა. თუმცა თუ მაინც დავრჩებოდი, ალბათ პრეზიდენტად ვიყრიდი კენჭს“, – ამბობს გურამი.

რაც შეეხება პირველ წარმატებებს, მათი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სწორად შეაფასეს დრო და სოციალური ქსელები. ასევე ის, რომ კოლაბორაციის ფასს მიხვდნენ და შედეგად – სხვადასხვა ბრენდთან ერთობლივი კოლექციები მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური