მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად ისტორიაში: გერმანიის ბუნდესტაგში ქალი-ტრანსგენდერი შედის – ფოტო

© photo: Sputnik / Savelyev Vitaliy / გადასვლა მედიაბანკშიბუნდესტაგი
ბუნდესტაგი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ წევრი ტესა განსერერი, წინასწარი მონაცემებით, პირველი ქალი-ტრანსგენდერი იქნება ბუნდესტაგში, იუწყება ტელე-რადიოკომპანია Bayerischer Rundfunk (BR).
ბავარიის საარჩევნო ოლქში განსერერმა ხმათა 23,6% მიიღო. როგორც BR განმარტავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკოსი მაჟორიტარულ მანდატს ვერ მიიღებს, ის მაინც მოხვდება პარლამენტში პარტიული სიით.

„ძალიან მიხარია, რომ შევძლებ წინ წამოვწიო ჩემი თემები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გერმანიის ბუნდესტაგში“, — განუცხადა მან ტელერადიოკომპანიას.

პოლიტიკოსის გეგმებში კლიმატისა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა შედის.
ტესა განსერერი ბავარიის ლანდტაგის (რეგიონული პარლამენტი) წევრია 2013 წლიდან.
ბუნდესტაგის არჩევნები  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
მსოფლიო დღეს
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბუნდესტაგში ყველაზე დიდი ფრაქცია არჩევნებში გამარჯვებულ სოციალ-დემოკრატებს ექნებათ — 206 დეპუტატი. ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალური პარტიის ბლოკს (CDU/CSU) 196 წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში, „მწვანეებს“ — 118, თავისუფალ დემოკრატებს — 92, „ალტერნატივას“ — 83. რაც შეეხება „მემარცხენეებს“, პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა (4,9%), თუმცა მან სამი მაჟორიტარული მანდატი მაინც მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0