„ჭორები დადიოდა, რომ მინისტრის საყვარელი ვიყავი“ – შორენა ბეგაშვილი 2014 წელს იხსენებს

© courtesy of Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მო­დე­ლი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2014 წლის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და მათი გა­და­ღე­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს – როდესაც ცნობილმა ფოტოგრაფმა საშა პრიშვინმა საოცარი ფოტოები გადაუღო და პროცესი გამთენიისას დასრულდა.
ბეგაშვილი წერს, რომ გამთენიისას გზაში პატრულმა გააჩერა, რომელმაც ვერაფრით დაიჯერა, რომ ამ დრომდე გადაღებაზე იყო, თუმცა ჯარიმის გარეშე გაუშვა. თანაც იმ დროს ჭორები დადიოდა, რომ მინისტრის საყვარელი იყო. ის კი მივიდა სახლში და შვილთან დაიძინა. მოგვიანებით ის ამ ფოტოების გამო გააკრიტიკეს.
ჟურნალ „ფლეიბოიში“ თამამი ფოტოების გამო ბეგაშვილი, მართალია, დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა, თუმცა მას შემდეგ ის ბევრად უფრო ცნობილი და პოპულარული გახდა შოუბიზნესში. დღეს შორენა ერთ-ერთი წარმატებული მოდელი და „ინფლუენსერია“ და, როგორც თვითონ ამტკიცებს, არავინ ეხმარება იმაში, რომ შვილთან ერთად ფინანსურად უზრუველყოფილად იცხოვროს.
ყველა ახალი ამბავი
0