https://sputnik-georgia.com/20210927/saqartvelos-parlamenti-2022-wlis-biujetis-proeqts-kviris-bolomde-elodeba-259946244.html
საქართველოს პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კვირის ბოლომდე ელოდება
საქართველოს პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კვირის ბოლომდე ელოდება
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო დამტკიცება უნდა მოხდეს დეკემბრის მესამე პარასკევამდე, პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T20:50+0400
2021-09-27T20:50+0400
2021-09-27T22:52+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:215:1135:853_1920x0_80_0_0_bc15fe36997e61c8d3b4bec1b956a61c.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 1 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება კომიტეტებში და მისი საბოლოო დამტკიცება უნდა მოხდეს დეკემბრის მესამე პარასკევამდე, პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ.2021 წლის მიმდინარე სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტმა ივლისში შეასწორა.კანონის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები გაიზრდება დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარით და 17,9 მილიარდ ლარს შეადგენს. ამავე დროს, შემოსავლები გაიზრდება ერთი მილიარდი ლარით და 12,2 მილიარდ ლარს გაუტოლდება.შემოსულობების მატება საგადასახადო შემოსულობების და სხვა შემოსავლების ზრდამ განაპირობა.რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,1 მილიარდი ლარით გაიზრდება და დაახლოებით 19,5 მლრდ ლარს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20210831/erovnulma-bankma-qveynis-ekonomikuri-zrdis-prognozi-gazarda-259167527.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:197:822:813_1920x0_80_0_0_60d9a96854468eba2abdb28cf2016f4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კვირის ბოლომდე ელოდება
20:50 27.09.2021 (განახლებულია: 22:52 27.09.2021) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო დამტკიცება უნდა მოხდეს დეკემბრის მესამე პარასკევამდე, პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 1 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება კომიტეტებში და მისი საბოლოო დამტკიცება უნდა მოხდეს დეკემბრის მესამე პარასკევამდე, პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ.
2021 წლის მიმდინარე სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტმა ივლისში შეასწორა.
კანონის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები გაიზრდება დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარით და 17,9 მილიარდ ლარს შეადგენს. ამავე დროს, შემოსავლები გაიზრდება ერთი მილიარდი ლარით და 12,2 მილიარდ ლარს გაუტოლდება.
შემოსულობების მატება საგადასახადო შემოსულობების და სხვა შემოსავლების ზრდამ განაპირობა.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,1 მილიარდი ლარით გაიზრდება და დაახლოებით 19,5 მლრდ ლარს შეადგენს.