https://sputnik-georgia.com/20210927/premieri-korufciis-indqsi-gaumjobesda-259940555.html
პრემიერი: ქვეყანაში კორუფციის ინდექსი 2012 წლის მაჩვენებელზე უკეთესია
პრემიერი: ქვეყანაში კორუფციის ინდექსი 2012 წლის მაჩვენებელზე უკეთესია
Sputnik საქართველო
საქართველო „კორუფციასთან ბრძოლის“ მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T18:50+0400
2021-09-27T18:50+0400
2021-09-27T22:18+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252372759_390:82:1023:438_1920x0_80_0_0_0f9a6041adda530eae5ea99b3b5863d7.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. კორუფციაზე კონტროლის მაჩვენებლით საქართველო 189 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, კორუფციაზე კონტროლის კუთხით საქართველომ ევროპის ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმისთვის, რომ მაჩვენებლები გამოთვალონ, მსოფლიო ბანკის ექსპერტები იკრიბებიან და სხვადასხვა წყაროების – საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების ინფორმაციების ანალიზს ატარებენ. „მინდა დავიწყო ინფორმაციით, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა. ეს არის მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელიც შეეხება მსოფლიო მმართველობის შეფასებას და ინდიკატორებს, რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზს აჯამებს. და მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა აქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ანგარიშის თანახმად, საქართველო „კორუფციასთან ბრძოლის“ მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.მისი თქმით, შედარებისთვის, 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო 62-ე ადგილზე იყო.მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება კორუფციისგან თავისუფლებას, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, საქართველო მე-11 ადგილზეა.გარდა ამისა, The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-14 ადგილს იკავებს.
https://sputnik-georgia.com/20210922/saagento-moody-s-ma-saqartvelos-sakredito-reitingebi-daudastura-259785084.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252372759_382:89:1024:571_1920x0_80_0_0_42ac7a643cd69bafb11e2301689dfe0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
პრემიერი: ქვეყანაში კორუფციის ინდექსი 2012 წლის მაჩვენებელზე უკეთესია
18:50 27.09.2021 (განახლებულია: 22:18 27.09.2021) საქართველო „კორუფციასთან ბრძოლის“ მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. კორუფციაზე კონტროლის მაჩვენებლით საქართველო 189 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, კორუფციაზე კონტროლის კუთხით საქართველომ ევროპის ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმისთვის, რომ მაჩვენებლები გამოთვალონ, მსოფლიო ბანკის ექსპერტები იკრიბებიან და სხვადასხვა წყაროების – საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების ინფორმაციების ანალიზს ატარებენ.
22 სექტემბერი 2021, 09:44
„მინდა დავიწყო ინფორმაციით, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა. ეს არის მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელიც შეეხება მსოფლიო მმართველობის შეფასებას და ინდიკატორებს, რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზს აჯამებს. და მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა აქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ანგარიშის თანახმად, საქართველო „კორუფციასთან ბრძოლის“ მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.
„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ათ სახელმწიფოს: ჩეხეთს, იტალიას, სლოვაკეთს, კვიპროსს, მალტას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს. ასევე საქართველო უსწრებს ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნებს, როგორიცაა ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია და ევროპის რამდენიმე მოწინავე ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, შედარებისთვის, 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო 62-ე ადგილზე იყო.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება კორუფციისგან თავისუფლებას, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, საქართველო მე-11 ადგილზეა.
გარდა ამისა, The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-14 ადგილს იკავებს.