„ცეკვა ვერ გამოუვა“ – ნინო სუხიშვილი ამტკიცებს, რომ ანსამბლში ჰომოსექსუალები არ არიან

© Facebook / Sukhishvili Ninoნინო სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ნინო სუხიშვილი აცხადებს, რომ „სუხიშვილებში“ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები არ შეუმჩნევია.
დათო გორგილაძემ საავტორო გადაცემაში, რომელიც „პირველ არხზე“ გადის, ნინო სუხიშვილი მიიწვია და მას, ბევრ სხვა თემასთან ერთად, ესაუბრა ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“, სადაც „სუხიშვილებმა“ მონაწილეობაზე უარი თქვეს.
„გულწრფელად გგონიათ, რომ ანსამბლის არსებობს ისტორიაში ამ ანსამბლში არ ყოფილან ჰომოსექსუალები? მეც კი არ მჯერა ამისი“ – დათო გორგილაძის ამ შეკითხვაზე ნინო სუხიშვილმა უპასუხა, რომ არ შეუმჩნევია.
ქორეოგრაფის თქმით, ეს საგრძნობი იქნებოდა. ხოლო ადრეულ წლებში ალბათ იმიტომ არ შეუმჩნევია, რომ ამას მალავდნენ, რადგან ხელმძღვანელობის კი არა, სახელმწიფოს მხრიდან არ იყო ეს მიდგომა.

„რამდენმა დიდმა ხელოვანმა იზარალა საბჭოთა პერიოდში, ბევრს კარიერა დაენგრა. ხოლო ბოლო წლებში არ მგონია, რომ ეს რომელიმე ხელმძღვანელს აწუხებდეს. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გამოუვიდეთ ქართული ცეკვა, ძალიან მასკულინურია, მგონია, რომ რთული შესასრულებელი იქნება“, – ამბობს ქორეოგრაფი.

და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2020
ლევან აკინის სკანდალური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გერმანიას იპყრობს
2019 წელს „სუხიშვილების“ გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი ფილმ And Then We Danced-ის რეჟისორის ლევან აკინის ბრალდებას გამოეხმაურა. აკინმა The Guardian-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს დახმარებისთვის მიმართა, მან კი უთხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს და ყველა სხვა ანსამბლს ფილმში მონაწილეობა აუკრძალა. სუხიშვილი აკინის ბრალდებებს „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოეხმაურა და თქვა, რომ ლევან აკინი მას ცილს სწამებს.
ყველა ახალი ამბავი
0