Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Facebook / Kakha Kaladzeეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 663-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 607.155-ს მიაღწია.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 663 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 245 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 123, კახეთი – 101, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 58, აჭარა – 48, ქვემო ქართლი – 28, შიდა ქართლი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 12, გურია – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.383 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 578.881-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 27 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.844-ს მიაღწია.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 27 სექტემბერი
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 19.404 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.569 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.684, აჭარაში – 442, იმერეთში – 954.
1.074 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 288 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 23, იმერეთში – 32. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 776 ადამიანი, მათ შორის 390 – თბილისში, 229 – აჭარაში. 14.059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17.944 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 663-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 607.155-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0